„თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ლუკაშენკოს გზას, ევროკავშირი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს და გადახედოს საქართველოს მიერ პირობების შესრულებას, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრმა რასა იუკნევიჩიანემ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებამდე გამართულ დებატებზე, იუკნევიჩიანემ თქვა, რომ ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო გზავნილს უგზავნის ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ წევრებს - „ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. არ შეიძლება ერთდროულად იყო პროევროპელი და კრემლის მომხრეც“.
რასა იუკნევიჩიანეს თქმით, ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება მოახლოებულ არჩევნებს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არჩევნების ჩატარება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
რასა იუკნევიჩიანე „საქართველოში დემოკრატიული უკანდახევისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“ ვეროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთი ინიციატორია. ევროპარლამენტში მას კენჭს დღეს, 9 ოქტომბერს უყრიან.
რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც საქართველოში ამ წლის განმავლობაში და განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ განვითარდა.
ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონების მიღებას, ასევე, საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული არის ინსტრუმენტები, რომლებსაც მთავრობა გამოხატვის თავისუფლების დარღვევის, მედიის ცენზურის, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკულ ხმებზე შეზღუდვის დაწესების ან მოწყვლადი ადამიანების დისკრიმინაციის მიზნით გამოიყენებს. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ეს კანონები შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამასთან, ევროპარლამენტი მტკიცედ ხაზს უსვამს, რომ თუ ზემოაღნიშნული კანონმდებლობა არ გაუქმდება, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაში წინსვლა ვერ მოხდება.
რეზოლუციის პროექტში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც „საქართველოს ოლიგარქი“. იგი გმობს ივანიშვილისა და ხელისუფლების წამყვანი ფიგურების კომენტარებს, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვით იმუქრებიან და ოპოზიციას „კრიმინალურ პოლიტიკურ ძალად“ მოიხსენიებენ. „ასეთი დაშინება სერიოზულად ძირს უთხრის პოლიტიკურ პროცესს და გამოხატვის თავისუფლებას და ხელს უწყობს შიშის გარემოს შექმნას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტით ევროპარლამენტი გმობს ბიძინა ივანიშვილის „პირად როლს“ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და კიდევ ერთი მცდელობაში, „შეირყეს ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაცია რუსეთისკენ მოქცევის სასარგებლოდ“.
აღნიშნული რეზოლუციით, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ევროპარლამენტი გაიმეორებს თავის მოწოდებას ევროპული საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ ივანიშვილი.
რეზოლუციის პროექტში გამოხატულია ღრმა შეშფოთება საქართველოში რუსეთის გავლენის, მათ შორის რუსეთიდან გაზრდილი იმიგრაციის და ამ ქვეყანასთან გაზრდილი სავაჭრო კავშირების გამო, ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მზადაა, განაგრძოს რუსეთთან შერიგება უკრაინაში რუსეთის ომისა და საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაციის მიუხედავად. რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას რუსეთს დაუწესოს სანქციები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის საპასუხოდ, გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების წინა პოლიტიკა და პატივი სცეს მის ვალდებულებას, განახორციელოს ეფექტური ზომები ევროპული სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. საქართველოს მთავრობას ასევე მოუწოდებენ, სრულად შეუერთდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და ევროკავშირის სტრატეგიას რუსეთის მიმართ.
რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ევროპარლამენტი მტკიცედ იმეორებს თავის მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ საზღვარგარეთ სამკურნალოდ მკურნალობის მიზნით.
„მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი იქნება საქართველოს მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და გეოპოლიტიკური არჩევანის განსაზღვრაში, ისევე როგორც მის უნარისთვის, მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატობაში“, - ვკითხულობთ რეზოლუციის პროექტში.
საერთო რეზოლუციის პროექტის ავტორები არიან „ევროპის სახალხო პარტიის“ (PPE), „განაახლე ევროპის“ (Renew), „ევროპის თავისუფლების ალიანსის“, (Verts/ALE), „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ (S&D), „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების“ (ECR) ჯგუფები.