თურქეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში ადგილობრივი დროით 13:24 საათზე კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7,5 მაგნიტუდა შეადგინა. იგივე პროვინცია იყო დღეს დილით, ადგილობრივი დროით 4:17 საათზე მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრიც, რომლის სიმძლავრეც 7.8 მაგნიტუდა იყო. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს ტერიტორიაზეც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდეობამ თურქეთსა და სირიაში ამ დროისთვის 1500-ს გადააჭარბა, დაშავებულია 6470-ზე მეტი ადამიანი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში საელჩოს შეატყობინეს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ანთაქიაში დაიღუპა საქართველოს მოქალაქე.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს ინფორმაციით, დაზარალდა 10 ქალაქი.
„რადგან მიწისძვრის ზონაში, ბევრ შენობაში ჯერ კიდევ გრძელდება ნანგრევების გასუფთავება, ჩვენ არ ვიცით, რამდენად გაიზრდება დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი“, - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მისივე თქმით, დღეს, დილით მომხდარი მიწისძვრა ყველაზე დიდი კატასტროფაა ქვეყანაში, 1939 წელს, ერზინჯანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 33 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
დღევანდელი მიწისძვრის შედეგად თურქეთში 3000-მდე შენობა-ნაგებობა დაინგრა.
თურქეთს დახმარება 45-მა სახელმწიფომ, მათ შორის, საქართველომ შესთავაზა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გაგზავნის.
თურქეთი სეისმურად აქტიური რეგიონია. 1999 წელს, იზმითში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 17 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250 000-ზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა. მაშინ მიწისძვრის სიმძლავრე 7.6 მაგნიტუდა იყო.
