ტვ „პირველის“ გამომძიებელ ჟურნალისტსა და „შაბათის ეთერის“ პროდიუსერს, მაკა ჩიხლაძეს, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ყადაღის მიზეზი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 5 თვის წინ გამოწერილი 5000-ლარიანი ჯარიმაა, რომლის შესახებაც ჟურნალისტმა მხოლოდ დაყადაღების შემდეგ შეიტყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
მაკა ჩიხლაძე მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას და იმ რეზონანსულ ჟურნალისტურ გამოძიებებს უკავშირებს, რომლებზეც ის მუშაობდა. მისი განმარტებით, 2025 წლის 15 ოქტომბერს, როდესაც შსს-ს მტკიცებით მან გზა „ხელოვნურად გადაკეტა“, ის რუსთაველის გამზირზე რესპონდენტებს წერდა და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
„ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, როგორ იყენებს სახელმწიფო მანქანა რესურსს მისთვის არასასიამოვნო ადამიანების დასასჯელად. ეს იყო თემა, რომლის გახმაურებაც საერთოდ არ შედიოდა სახელმწიფოს ინტერესში.
მათი პატარა ტვინებით, ეს იყო ჩემი დასჯა“, - აცხადებს მაკა ჩიხლაძე.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დეკემბერში, საპროტესტო აქციების გაშუქებისას, მაკა ჩიხლაძე ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სისასტიკე პირდაპირ ეთერში მოხდა, აღნიშნული საქმე დღემდე გამოუძიებელია და დამნაშავეები არ დასჯილან.
მაკა ჩიხლაძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას გამოეხმაურა „შაბათის ეთერის“ წამყვანი ნოდარ მელაძეც:
„პირდაპირ ეთერში რომ კლავდით არ აკმარეთ და ახლა ახალი ეს დაამატეთ ხო?!“ - მიმართავს მელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მაკა ჩიხლაძე არ არის ერთადერთი ჟურნალისტი, რომელიც მსგავსი მეთოდით დასაჯეს. ანალოგიური მიზეზითა და იმავე ოდენობის ჯარიმით (5000 ლარი) საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ლიზა ციციშვილსაც. ციციშვილიც აცხადებს, რომ ჯარიმის შესახებ, რომელიც 2025 წლის სექტემბერში „გზის გადაკეტვისთვის“ გამოუწერეს, მანამდე არაფერი იცოდა.
