„კავკასიის ლეგიონის“ უკრაინაში მეომარი მოხალისეების სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ლადო გამსახურდია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთთან ომში, დაიღუპა ქართველი მებრძოლი ზურაბ ოდიშვილი, რომელიც 92-ე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა. გამსახურდია ოდიშვილის დაღუპვის ადგილს არ წერს. ზურაბ ოდიშვილი ყაზბეგის რაიონიდან იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 54 შეტევა მოიგერიეს. რუსული ძალები ცდილობენ წინსვლას ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით. ბახმუტის მიმართულება ყველაზე რთულ მონაკვეთად რჩება. მძიმე ბრძოლები ქალაქში მიმდინარეობს.
2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს უკვე 43 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლი შეეწირა:
- ზურაბ ოდიშვილი - დაიღუპა 2023 წლის 26 აპრილს;
- დავით ქუჩუკიანი - 29 წლის, დაიღუპა 2023 წლის 4 აპრილს, ბახმუტში;
- ვახტანგ ბარაბაძე - 45 წლის, დაიღუპა 2023 წლის 4 აპრილს, ბახმუტში;
- მიხეილ მაზანაშვილი - 29 წლის, დაიღუპა 2023 წლის 31 მარტს, ბახმუტთან;
- ილია ჩოხელი - 25 წლის, დაიღუპა 2023 წლის 16 მარტს, ბახმუტში;
- გიორგი ქააძე - 23 წლის, დაიღუპა 2023 წლის 29 იანვარს, ქალაქ სოლედართან;
- მიხეილ თევდორაძე - 45 წლის, დაიღუპა 2022 წლის 13 დეკემბერს, ბახმუტთან;
- სერგო ლისიხი - 34 წლის, დაიღუპა 2022 წლის 13 დეკემბერს, ბახმუტთან;
- რუსლან ბაირამოვი - 29 წლის, დაიღუპა 2022 წლის 6 ოქტომბერს, მიკოლაევის ოლქში;
- როლანდ კვარაცხელია - 49 წლის, დაიღუპა 2022 წლის 3 დეკემბერს, ბახმუტთან;
- ავთო რურუა - 41 წლის, დაიღუპა 2022 წლის 3 დეკემბერს, ბახმუტთან;
- რომეო ფიჩხაია - 55 წლის, დაიღუპა 2022 წლის 3 დეკემბერს, ბახმუტთან;
- მერაბ ალადაშვილი - 45 წლის, დაიღუპა 2022 წლის 3 დეკემბერს, ბახმუტთან;
- ბადრი მარკელია - 46 წლის, დაიღუპა 2022 წლის 3 დეკემბერს, ბახმუტთან;
- ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერია - 25 წლის, დაიღუპა 2022 წლის 1-ელ დეკემბერს, კიევში;
- კონსტანტინე ქურსუა - 43 წლის, დაიღუპა 2022 წლის 23 ნოემბერს, დონეცკთან;
- ლევან სახელაშვილი - 38 წლის, დაიღუპა 2022 წლის 2 ნოემბერს, მიკოლაევის ოლქში;
- გურგენ (გუგა) გაგნიძე - 40 წლის, დაიღუპა 2022 წლის 30 ოქტომბერს, ბახმუტთან;
- ალექსანდრე მარტიაშვილი - 24 წლის, დაიღუპა 2022 წლის 21 ოქტომბერს, ხერსონთან;
- მიხეილ ყაფლანიშვილი - 46 წლის, დაიღუპა 2022 წლის 21 ოქტომბერს, ლუგანსკის ოლქში;
- ერნესტ მაჭარაშვილი - 43 წლის, დაიღუპა 2022 წლის 13 ოქტომბერს, ხერსონის ოლქში;
- ედიშერ კვარაცხელია - 44 წლის, დაიღუპა 2022 წლის 10 ოქტომბერს, დონეცკის ოლქში;
- გელა გოგია - 55 წლის, დაიღუპა 2022 წლის 26 აგვისტოს, დონეცკის ოლქში;
- ბერდია ჯოხაძე - 43 წლის, დაიღუპა 2022 წლის 12 აგვისტოს მიკოლაევის საავადმყოფოში;
- კახა გოგოლი - 47 წლის, დაიღუპა 2022 წლის 10 ივლისს, ლუგანსკის ოლქში;
- ალუდა ზვიადაური - 42 წლის, დაიღუპა 2022 წლის 18 ივნისს, სევეროდონეცკთან;
- კირილე შანავა - 25 წლის, დაიღუპა 2022 წლის 7 ივნისს, ლუგანსკის ოლქში;
- დანიელ გერლიანი - 25 წლის, დაიღუპა 2022 წლის 3 ივნისს, ზაპოროჟიესთან;
- გიორგი გრიგოლია - 40 წლის, დაიღუპა 2022 წლის ივნისის დასაწყისში, ბახმუტთან;
- რატი შურღაია - 38 წლის, დაიღუპა 2022 წლის 14 მაისს, ხარკივის ოლქის ქალაქ იზიუმში;
- ტელმან (ტატო) ბიგვავა - 27 წლის, დაიღუპა 2022 წლის 8 მაისს, მარიუპოლში;
- ვიტალი ორბელაძე - 46 წლის, დაიღუპა 2022 წლის 23 აპრილს, ხარკივის ოლქის ქალაქ იზიუმში;
- ზაზა ბიწაძე - 40 წლის, დაიღუპა 2022 წლის 16 აპრილს, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან;
- ალიკა ცაავა - 40 წლის, დაიღუპა 2022 წლის 16 აპრილს, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან;
- არკადი კასრაძე - 40 წლის, დაიღუპა 2022 წლის 16 აპრილს, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან;
- თემურ მაჭარაშვილი - 37 წლის, დაიღუპა 2022 წლის აპრილში, ზაპოროჟიეში;
- ნიკა შანავა - 21 წლის, დაიღუპა 2022 წლის 9 აპრილს, ხარკივის ოლქში;
- დავით მენაბდიშვილი - 47 წლის, დაიღუპა 2022 წლის 9 აპრილს, ხარკივის ოლქში;
- დავით გობეჯიშვილი - 47 წლის, დაიღუპა 2022 წლის 25 მარტს, ქალაქ ირპენთან;
- ბახვა ჩიქობავა - 54 წლის, დაიღუპა 2022 წლის 19 მარტს, მარიუპოლში;
- გია ბერიაშვილი - 45 წლის, დაიღუპა 2022 წლის 18 მარტს, ირპენთან;
- დავით რატიანი - 53 წლის, დაიღუპა 2022 წლის 18 მარტს, ირპენთან;
- ოლეგ გეგეჭკორი - 50 წლის, დაიღუპა 2022 წლის 8 მარტს, კიევის ოლქში;