უკრაინაში ქართველი სამხედრო კონსტანტინე ქურსუა დაიღუპა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

უკრაინაში საომარ მოქმედებებს კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, კონსტანტინე ქურსუა ემსხვერპლა. იგი უკრაინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

23 ნოემბერს რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინის ქალაქებზე. აფეთქებები მოხდა კიევსა და კიევის ოლქში, ვინიცის ოლქში, ლვოვში, ოდესისა და პოლტავის ოლქებში. მათ შორის, დაიბომბა საცხოვრებელი სახლები და  ენერგეტიკის ობიექტები. შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის იგორ კლიმენკოს განცხადებით, დღევანდელი სარაკეტო დარტყმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 36 დაიჭრა.

რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ პერიოდში უკრაინაში 27 ქართველი მებრძოლი დაიღუპა:

  1. კონსტანტინე ქურსუა - კიევის ოლქი, 2022 წლის ნოემბერი
  2. ლევან სახელაშვილი - ბაშტანკა, მიკოლაივის ოლქი, 2022 წლის ნოემბერი;
  3. გურგენ (გუგა) გაგნიძე - დონეცკის ოლქი, ბახმუტი, 2022 წლის ოქტომბერი;
  4. ალექსანდრე მარტიაშვილი - ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი;
  5. ერნესტ მაჭარაშვილი - ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი;
  6. მიხეილ ყაფლანიშვილი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ოქტომბერი;
  7. ედიშერ კვარაცხელია - დონეცკის ოლქი, 2022 წლის ოქტომბერი;
  8. გელა გოგია - დონეცკის ოლქი, 2022 წლის აგვისტო;
  9. ბერდია ჯოხაძე - ხერსონის ოლქი, 2022 წლის აგვისტო;
  10. კახა გოგოლი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივლისი;
  11. ალუდა ზვიადაური - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
  12. კირილე შანავა - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
  13. დანიელ გერლიანი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
  14. გიორგი გრიგოლია - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
  15. რატი შურღაია - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის მაისი;
  16. ტელმან (ტატო) ბიგვავა - დონეცკის ოლქი, მარიუპოლი, „აზოვსტალი“, 2022 წლის მაისი;
  17. ვიტალი ორბელაძე - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
  18. ზაზა ბიწაძე - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
  19. თემურ მაჭარაშვილი - ზაპოროჟიის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
  20. ალიკა ცაავა - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
  21. არკადი კასრაძე - ლუგანსკის ოლქი, რუბეჟნოე, 2022 წლის აპრილი;
  22. დავით მენაბდიშვილი - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
  23. ნიკა შანავა - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
  24. დავით გობეჯიშვილი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
  25. ბახვა ჩიქობავა - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
  26. დავით რატიანი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
  27. გია ბერიაშვილი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
  28. ოლეგ გეგეჭკორი - კიევის ოლქი, 2022 წლის მარტი;
საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).