უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 29 წლის მიხეილ მაზანაშვილი დაიღუპა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

31 მარტს, უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 29 წლის მიხეილ მაზანაშვილი დაიღუპა. მას სავარაუდოდ ჭურვი დაეცა. მაზანაშვილი გორის რაიონის სოფელ ზერტიდან იყო. უკრაინაში ის ერთი წლის წინ წავიდა. მანამდე, წლების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ხვალ აქვს დაბადების დღე. ბოლო ერთი წელი უკრაინაში ცხოვრობდა. მეუღლე იქ შეირთო. სკოლა რაც დაამთავრა, მას შემდეგ სამხედრო სამსახურში იყო, ავღანეთშიც მსახურობდა“, - ამბობს დაღუპული მებრძოლის ბიძაშვილი.

ახლობლების თქმით, მიხეილ მაზანაშვილის ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ მაზანაშვილის დაღუპვის შესახებ უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია და ცხედრის გადმოსვენებისთვის შესაბამისი პროცედურები განხორციელდება.

რუსეთის საოკუპაციო ძალები ბახმუტის დასაკავებლად უკვე რვა თვეა იბრძვიან. ანალიტიკური ცენტრი „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ (ISW) იუწყება, რომ ვაგნერის ჯგუფმა და სხვა რუსულმა ძალებმა ბახმუტში სავარაუდოდ მნიშვნელოვანი რაოდენობის ცოცხალი ძალა დაკარგეს, რაც რუსეთის შეტევას მომავალში უფრო შეზღუდავს. აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ 29 მარტს განაცხადა, რომ ბახმუტთან ვაგნერის ჯგუფის დაახლოებით 6000 პროფესიონალი მებრძოლი და 20 000-დან 30 000-მდე რეკრუტი, ძირითადად, მსჯავრდებულები იბრძვიან. 31 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა ალექსანდრ სირსკიმ თქვა, რომ თავდაცვის ძალები ბახმუტის დაცვას აგრძელებენ, რაც მტერს აღმოსავლეთით დიდ ზარალს აყენებს, რუსებს ნაკლები ადამიანური რესურსი რჩებათ უკრაინის პოზიციებზე შტურმისთვის.

2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს უკვე 40 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლი შეეწირა:

  1. მიხეილ მაზანაშვილი - 29 წლის, დაიღუპა 2023 წლის 31 მარტს, ბახმუტთან;
  2. ილია ჩოხელი - 25 წლის, დაიღუპა 2023 წლის 16 მარტს, ბახმუტში;
  3. გიორგი ქააძე - 23 წლის, დაიღუპა 2023 წლის 29 იანვარს, ქალაქ სოლედართან;
  4. მიხეილ თევდორაძე - 45 წლის, დაიღუპა 2022 წლის 13 დეკემბერს, ბახმუტთან;
  5. სერგო ლისიხი - 34 წლის, დაიღუპა 2022 წლის 13 დეკემბერს, ბახმუტთან;
  6. რუსლან ბაირამოვი - 29 წლის, დაიღუპა 2022 წლის 6 ოქტომბერს, მიკოლაევის ოლქში;
  7. როლანდ კვარაცხელია - 49 წლის, დაიღუპა 2022 წლის 3 დეკემბერს, ბახმუტთან;
  8. ავთო რურუა - 41 წლის, დაიღუპა 2022 წლის 3 დეკემბერს, ბახმუტთან;
  9. რომეო ფიჩხაია - 55 წლის, დაიღუპა 2022 წლის 3 დეკემბერს, ბახმუტთან;
  10. მერაბ ალადაშვილი - 45 წლის, დაიღუპა 2022 წლის 3 დეკემბერს, ბახმუტთან;
  11. ბადრი მარკელია - 46 წლის, დაიღუპა 2022 წლის 3 დეკემბერს, ბახმუტთან;
  12. ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერია - 25 წლის, დაიღუპა 2022 წლის 1-ელ დეკემბერს, კიევში;
  13. კონსტანტინე ქურსუა - 43 წლის, დაიღუპა 2022 წლის 23 ნოემბერს, დონეცკთან;
  14. ლევან სახელაშვილი - 38 წლის, დაიღუპა 2022 წლის 2 ნოემბერს, მიკოლაევის ოლქში;
  15. გურგენ (გუგა) გაგნიძე - 40 წლის, დაიღუპა 2022 წლის 30 ოქტომბერს, ბახმუტთან;
  16. ალექსანდრე მარტიაშვილი - 24 წლის, დაიღუპა 2022 წლის 21 ოქტომბერს, ხერსონთან;
  17. მიხეილ ყაფლანიშვილი - 46 წლის, დაიღუპა 2022 წლის 21 ოქტომბერს, ლუგანსკის ოლქში;
  18. ერნესტ მაჭარაშვილი - 43 წლის, დაიღუპა 2022 წლის 13 ოქტომბერს, ხერსონის ოლქში;
  19. ედიშერ კვარაცხელია - 44 წლის, დაიღუპა 2022 წლის 10 ოქტომბერს, დონეცკის ოლქში;
  20. გელა გოგია - 55 წლის, დაიღუპა 2022 წლის 26 აგვისტოს, დონეცკის ოლქში;
  21. ბერდია ჯოხაძე - 43 წლის, დაიღუპა 2022 წლის 12 აგვისტოს მიკოლაევის საავადმყოფოში;
  22. კახა გოგოლი - 47 წლის, დაიღუპა 2022 წლის 10 ივლისს, ლუგანსკის ოლქში;
  23. ალუდა ზვიადაური - 42 წლის, დაიღუპა 2022 წლის 18 ივნისს, სევეროდონეცკთან;
  24. კირილე შანავა - 25 წლის, დაიღუპა 2022 წლის 7 ივნისს, ლუგანსკის ოლქში;
  25. დანიელ გერლიანი - 25 წლის, დაიღუპა 2022 წლის 3 ივნისს, ზაპოროჟიესთან;
  26. გიორგი გრიგოლია - 40 წლის, დაიღუპა 2022 წლის ივნისის დასაწყისში, ბახმუტთან;
  27. რატი შურღაია - 38 წლის, დაიღუპა 2022 წლის 14 მაისს, ხარკივის ოლქის ქალაქ იზიუმში;
  28. ტელმან (ტატო) ბიგვავა - 27 წლის, დაიღუპა 2022 წლის 8 მაისს, მარიუპოლში;
  29. ვიტალი ორბელაძე - 46 წლის, დაიღუპა 2022 წლის 23 აპრილს, ხარკივის ოლქის ქალაქ იზიუმში;
  30. ზაზა ბიწაძე - 40 წლის, დაიღუპა 2022 წლის 16 აპრილს, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან;
  31. ალიკა ცაავა - 40 წლის, დაიღუპა 2022 წლის 16 აპრილს, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან;
  32. არკადი კასრაძე - 40 წლის, დაიღუპა 2022 წლის 16 აპრილს, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან;
  33. თემურ მაჭარაშვილი - 37 წლის, დაიღუპა 2022 წლის აპრილში, ზაპოროჟიეში;
  34. ნიკა შანავა - 21 წლის, დაიღუპა 2022 წლის 9 აპრილს, ხარკივის ოლქში;
  35. დავით მენაბდიშვილი - 47 წლის, დაიღუპა 2022 წლის 9 აპრილს, ხარკივის ოლქში;
  36. დავით გობეჯიშვილი - 47 წლის, დაიღუპა 2022 წლის 25 მარტს, ქალაქ ირპენთან;
  37. ბახვა ჩიქობავა - 54 წლის, დაიღუპა 2022 წლის 19 მარტს, მარიუპოლში;
  38. გია ბერიაშვილი - 45 წლის, დაიღუპა 2022 წლის 18 მარტს, ირპენთან;
  39. დავით რატიანი - 53 წლის, დაიღუპა 2022 წლის 18 მარტს, ირპენთან;
  40. ოლეგ გეგეჭკორი - 50 წლის, დაიღუპა 2022 წლის 8 მარტს, კიევის ოლქში;
საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).