უკრაინაში, დონბასში, ქალაქ ბახმუტში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას მოკლულები არიან ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
უკრაინაში მებრძოლმა რომეო ფარულავამ და გოჩა ხორავამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადეს, რომ ბახმუტში ძალიან რთული მდომარეობაა და მებრძოლები მტრის ალყაში არიან.
„ჯოჯოხეთური სიტუაციაა ბახმუტში. დღეს ნახევარი ბახმუტი დაკარგული გვაქვს. სადაც ჩვენი ბიჭები, ჩვენი ძმები, ჩვენი ქართველი ვაჟკაცები დაიღუპნენ, იმ ადგილზე უკვე ჯარი დგას. რაღაცნაირად უნდა გავხსნათ, რათა ჩვენი ბიჭები აქეთ გამოვიყვანოთ, ცხედრები რომ არ დავტოვოთ იქ“, - თქვა უკრაინაში მებრძოლმა, გოჩა ხორავამ.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 3 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი ბახმუტის ალყაში მოქცევას ცდილობს. მათივე ცნობით, 2022 წლის აგვისტოდან რუსეთმა დონეცკის ოლქის ჩრდილოეთით მდებარე ეს ქალაქი თავისი შეტევითი ოპერაციების პრიორიტეტად აქცია - მიუხედავად იმისა, რომ ბახმუტის აღებას შეზღუდული ოპერაციული ღირებულება აქვს, ეს რუსებს საშუალებას მისცემს კრამატორსკისა და სლავიანსკის უფრო დიდ ურბანულ ტერიტორიებს დაემუქროს. „არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ბახმუტის ხელში ჩაგდება რუსეთისთვის, უპირველეს ყოვლისა, სიმბოლურ პოლიტიკურ მიზნად იქცა“, - წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, რომელიც უკვე ცხრა თვეა გრძელდება, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 34 ქართველი დაიღუპა:
- ბადრი მარკელია - ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
- რომეო კვარაცხელია - ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
- რომეო ფიჩხაია - ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
- მერაბ ალადაშვილი - ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
- ავთო რურუა - ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
- ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერია - 2022 წლის დეკემბერი;
- კონსტანტინე ქურსუა - კიევის ოლქი, 2022 წლის ნოემბერი;
- ლევან სახელაშვილი - ბაშტანკა, მიკოლაივის ოლქი, 2022 წლის ნოემბერი;
- გურგენ (გუგა) გაგნიძე - დონეცკის ოლქი, ბახმუტი, 2022 წლის ოქტომბერი;
- ალექსანდრე მარტიაშვილი - ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი;
- ერნესტ მაჭარაშვილი - ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი;
- მიხეილ ყაფლანიშვილი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ოქტომბერი;
- ედიშერ კვარაცხელია - დონეცკის ოლქი, 2022 წლის ოქტომბერი;
- გელა გოგია - დონეცკის ოლქი, 2022 წლის აგვისტო;
- ბერდია ჯოხაძე - ხერსონის ოლქი, 2022 წლის აგვისტო;
- კახა გოგოლი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივლისი;
- ალუდა ზვიადაური - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- კირილე შანავა - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- დანიელ გერლიანი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- გიორგი გრიგოლია - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- რატი შურღაია - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის მაისი;
- ტელმან (ტატო) ბიგვავა- დონეცკის ოლქი, მარიუპოლი, „აზოვსტალი“, 2022 წლის მაისი;
- ვიტალი ორბელაძე - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
- ზაზა ბიწაძე - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
- თემურ მაჭარაშვილი - ზაპოროჟიის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
- ალიკა ცაავა - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
- არკადი კასრაძე - ლუგანსკის ოლქი, რუბეჟნოე, 2022 წლის აპრილი;
- დავით მენაბდიშვილი - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
- ნიკა შანავა - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
- დავით გობეჯიშვილი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- ბახვა ჩიქობავა - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- დავით რატიანი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- გია ბერიაშვილი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- ოლეგ გეგეჭკორი - კიევის ოლქი, 2022 წლის მარტი;