სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ადასტურებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ბოლო 2 წლის ოფიციალური მონაცემები, მათი ოჯახების ეკონომიკურ ზრდაზე არ ასახულა - ამ პერიოდში ეს მდგომარეობა იგივე დარჩა ან გაუარესდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 3 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წელს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოიმატა და 9.1% შეადგინა. შეკითხვაზე, რამდენად აისახა ბოლო ორ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, პასუხები ასე გადანაწილდა:
- 57% - არ ასახულა, ჩვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა იგივე დარჩა;
- 27% - არ ასახულა, ჩვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა;
- 15% - აისახა, ჩვენი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა გაუმჯობესდა;
- 1%- არ ვიცი/უარი პასუხზე.
კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში ყველაზე მეტია (38%) იმათი წილი, ვინც ეთანხმება, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მათი ოჯახების ეკონომიკურ ზრდაზე აისახა. პროევროპული ოპოზიციის მომრჩეველთა ჯგუფში უმრავლესობა (55%) მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას აღნიშნავს.
მაღალი ფასები ქვეყნის წინაშე მდგარ მნიშვნელოვან პრობლემებს შორის პირველ ადგილს იკავებს. სხვა პრობლემებიდან დაწინაურებულია ოკუპირებული ტერიტორიები, ემიგრაცია, დაბალი პენსიები, ნარკოტიკების გავრცელება, დაბალი ხელფასები, სიღარიბე, უმუშევრობა და ა.შ. თბილისელებში, დამატებით, ხაზგასმულია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შელახვა, სასამართლოს არადამოუკიდებლობა და დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობა.
მოსახლეობაში ყოველი მეორე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია. ამას იზიარებს თბილისელების (63%) და პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების (81%) უმრავლესობა. რეგიონების მოსახლეობაში პოზიციები გაყოფილია - 49% ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია, ხოლო 45% ამას შეუძლებლად მიიჩნევს. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში დიდი უმრავლესობა (85%) მიიჩნევს, რომ არსებულ ხელისუფლებას ამ პრობლემების მოგვარება შეუძლია.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) სოციოლოგიური კვლევა 2025 წლის ივნისში ჩაატარა. ორგანიზაციამ პირისპირ ინტერვიუს გზით 2000 რესპონდენტი გამოკითხა - სამიზნე ჯგუფს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობა წარმოადგენდა. შერჩევის ცდომილება იყო ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით, გამოპასუხების წილი კი - 71%. კვლევის დონორია სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.
