„საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩემი ახირება არაა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს, ეს ბოროტი ძალა გავუშვათ... ეს არ არის ოპოზიცია, ხალხო. ეს ბოროტი ძალაა, ქვეყნის მტერი ძალაა… ამას ვებრძვით 12 წელია და აქ რომ ფეხი გადაგვიცდეს კიდევ სადღაც, ქვეყანა აღარ დაგვრჩება.... ეს ოთხივე ერთი და იგივე ძალაა. ესენი უარესები არიან, ეს ორი [„ლელო“ და „გახარია - საქართველოსთვის“] ძალა, ახალი პარტიები რომ არიან თითქოს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ივანიშვილმა კვლავ მმართველი პარტიის მთავარ საარჩევნო დაპირებაზე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებასა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე ისაუბრა. მან „ნაციონალურ მოძრაობას“ დანაშაულებრივი პარტია უწოდა, ხოლო მის „ყველაზე დიდ დანაშაულად“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი დაასახელა, „რომელიც შეგნებულად, გარედან დავალებით გააკეთეს“.
„უნდა აიკრძალოს ის, ვინც ხალხის მტერია და ქვეყნის მტერია. ამის მაგალითები უამრავია მთელს მსოფლიოში. ოპოზიციური პარტიები მარტო დღეს, არჩევნებში 13 თუ 18-ია დაფიქსირებული. ამ ძალას აქვს რესურსი. „ქართული ოცნება“ არის გასაგები, გამჭვირვალე და პატრიოტული ძალა. თუ რაიმე პოზიტიურია და ვინმეს პოზიტიური სურვილი აქვს, მყისიერად ხდება „ქართული ოცნების“ წევრი, ვისაც ქვეყანა უყვარს და პატრიოტულია. ამის მსგავსი ძალა გარეთ აღარ ჩამოყალიბდება, იმიტომ, რომ ვინც პოზიტიურად არის და ქვეყანა უყვარს, სწრაფად ნახულობს ჩვენთან ადგილს. მეორეა ეს ძალა, რომელსაც აქვს უშრეტი ენერგია გარედან, უშრეტი ენერგია აქვს გარედან, რომ როგორმე ისევ ამათ დაიბრუნონ ხელისუფლება და ქვეყანა გარედან სურვილების შესატყვისად ამუშაონ და ამ სურვილების შესატყვისობაში დღეს საქართველო აღარ გვექნებოდა. როგორც კი ეს ძალა გაიწევა უამრავი ოპონენტი გაუჩნდება „ქართულ ოცნებას“ და მე ამ დღეს ველოდები, ეს იქნება ყველაზე ბედნიერი დღე, რომ არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ ხალხს კარგსა და უკეთესს შორის. დღეს რა არჩევნები ტარდება, აბა? მუდამ ვიბრძვით, როგორმე ეს ძალა მოვიშოროთ, როგორმე ქვეყანა არ დავაქციოთ და არ მივცეთ ამ ქვეყნის დამაქცევლებს ეს ქვეყანა. ეს ხომ არჩევნები არაა?! „ქართული ოცნება“, რომელიც, რომ იტყვიან, ყველაფერს ვაკეთებთ, ვცდილობთ და საოცარი მიღწევები გვაქვს მართლაც, მოდის ბოროტი ძალა, ენერგია არ ეშრიტება, რადგან უზარმაზარი ძალა უჭერს გარედან მხარს და მუდამ გადაწევ-გადმოწევაში ვართ.
არჩევნების მოგება არ არის გადამწყვეტი. იმიტომ, ვამბობ, რომ ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ესენი ავკრძალოთ და მოვიშოროთ. ჩვენ საერთოდ რომ არ გავიდეთ დღეს, გავჩერდეთ ამ ტელევიზიის მერე და „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ შეაჩეროს მოძრაობა, იმდენ დეპუტატს, რაც ჩვენ დღეს გვყავს პარლამენტში, ყველა შემთხვევაში ვღებულობთ, ყველა რეიტინგით, არანაირი პრობლემა არაა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ასეთი ლეგიტიმაცია. ჩვენ გვინდა ეს, რომ როგორმე საბოლოოდ მოვიშოროთ ეს ჭირი. წინააღმდეგ შემთხვევაში, 27-ში გარწმუნებთ, რომ არაფერი არ იქნება, მაგრამ ერთი თვის შემდეგ 27-ში შეიძლება რაიმე გაუგებრობა - ხორავას ქუჩის მსგავსი - მოხდეს, საზოგადოება წამოიკიდონ, უბედურება მივიღოთ და კარგად იყავი. მერე არ იფიქროთ, რომ აქ არჩევნები ჩატარდეს, ან იმის მსგავსი „ნაცები“ იყვნენ, რაც მაშინ გვახსოვს - ის აიყვანეთ კვადრატში ან კუბში, რაც მაშინ ხდებოდა, მყისიერად მოხდება და მივიღებთ ყველაზე დიდ უბედურებას. ეს არის რეალობა. ამიტომაც ეს ძალა არის მოსაშორებელი. თუ არ მოკვეთე სიმსივნე, ის გავრცელდება, ოდესღაც დაძაბუნდება ორგანიზმი...
„ქართული ოცნებაც“ ამოუვიდა ალბათ ხალხს ყელში, ხო? 12 წლის განმავლობაში დემოკრატიულ სახელმწიფოში რომ ერთი და იგივე ხელისუფლება აირჩიო ძალიან რთულია. ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომეწყინა უკვე, ძალიან ხშირად. აღარ უნდათ უკვე ერთი და იგივე სახეები და ეს ხალხს შეიძლება ძალიან კარგად გაუგო. საკმარისია გარედან პატარა მიზეზი იმ წუთში სიტუაცია აფეთქდება. აი, ხორავას ქუჩა გაიხსენეთ - პროკურატურა არაფერ შუაში არ იყო, მაგრამ ისე ჩააწვეთეს, თავის დროზე ამაში დაეხმარნენ, რა თქმა უნდა, ოპოზიციონერები, რომ საზოგადოების ღელვა იყო ისეთი, რომ იქ ახლოს რომ არჩევნების რამე მსგავსი ყოფილიყო, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას დაკარგავდა. აი, ამიტომ არის ძალიან სახიფათო ამათი დატოვება პოლიტიკაში. ეს არის ბოროტი ძალა, ეს არის ქვეყნის მტერი ძალა. პრეცედენტები უამრავია პოლიტიკური პარტიების აკრძალვის და ასეთი კარგი საფუძველი ჩვენ რომ გვაქვს, მხოლოდ ფაშისტურ გერმანის ჰქონდა შეიძლება, როდესაც ნიუბერგის პროცესი მოხდა და ჩვენც მსგავსი დოკუმენტაცია გაგვაჩნია დღეს, ლამის“, - თქვა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, გიორგი გახარიას გასამართლებასაც დაუთმო ყურადღება. მან გახარიას „გარეწარი“ უწოდა და თქვა, რომ მის წინააღმდეგ „სასამართლოს დონეზე აქვთ ყველა დოკუმენტი დალაგებული“.
„ამ გარეწარს, ამასთან რომ დგანან და ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა, თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა და რისთვის აკეთებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც და რა კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველო ომში უნდა ჩართოს. სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. რა თქმა უნდა, ამათ მოუწევთ პასუხის გება, მკაცრი პასუხის გება. მასაც და მისი პარტიის წევრებს, უფრო მეტი გაღიზიანება მათზე მაქვს, ისინი „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ უმრავლესობა და ჩვენი მანდატით შემოვიდნენ პარლამენტში და დღეს რომ თავს იდებილებენ და იმეორებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ერთი ერთზე და უარესსაც გადადიან ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ რომ მიიღებენ კიდეც“, - თქვა ივანიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, შორს არის იმისგან, რომ რომელიმე პარტიამ ამომრჩევლის დასჯის შესახებ უნდა განაცხადოს.