„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად 2026 წლის სექტემბრიდან უნდა დაიწყოს. იგეგმება დაფინანსების სისტემის გადახედვა, ასევე, სწავლების ხანგრძლივობის შეკვეცა, რაც 3-წლიან ბაკალავრიატისა და 1-წლიანი მაგისტრატურის შემოღებას გულისხმობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
„იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს სურს აკადემიური საქმიანობის გაგრძელება, მაგალითად სადოქტორო პროგრამაზე, მოგვიანებით, სწავლის გაგრძელება და ა.შ. იქნება გახანგრძლივებული 2-წლიანი მაგისტრატურა, რომელიც უნდა დაამთავროს შესაბამისმა სტუდენტმა, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკისა და მოთხოვნების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება. აქაც ყველაზე კარგად ვარ გარკვეული იურიდიული განათლების სისტემაში და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სავსებით არის შესაძლებელი სამ წელიწადში ყველა იმ ძირითადი საგნის გავლა, რაც უნდა იცოდეს იურისტმა და, ასევე, შესაძლებელია 10-მდე არჩევითი საგნის გავლა სტუდენტების მიერ სპეციალიზაციის მიხედვით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მომავალი წლის სექტემბრამდე უნდა დასრულდეს კანონმდებლობის გადახედვა და შრომის ბაზრის ანალიზი.
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან, სექტემბრიდან და ამ თვეებში უნდა მომზადდეს ამისათვის პირობები. ასევე, უნდა ამოქმედდეს დაფინანსების ახალი მოდელი. აქ მინდა დავაკონკრეტო, რომ ყველა ის სტუდენტი, რომელიც უკვე სწავლობს უნივერსიტეტებში, რომლებსაც უკვე ჩაბარებული აქვთ, არსებული დაფინანსების, საგრანტო მოდელით გააგრძელებენ სწავლას. მათი მდგომარეობა არ შეიცვლება. ყველა შეძლებს დაამთავროს სწავლა იმ უნივერსიტეტში, სადაც ჩაირიცხა. როგორც არ უნდა გადათამაშდეს კვოტები, დაფინანსების მოდელი, არც ერთ შემთხვევაში არ შეეხებათ მოქმედ სტუდენტებს, რომლებსაც უკვე კონკრეტული პირობებით აქვთ ჩაბარებული შესაბამის უნივერსიტეტებში“, - თქვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეფორმის მეორე ფაზის განხორციელებას დაახლოებით 4-5 წელი დასჭირდება.
„ეს არის ახალი ინფრასტრუქტურების შექმნა. ეს არის ყველაზე შრომატევადი საქმე, რაც დროს მოითხოვს. პირველ რიგში, გვინდა, რომ შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა თბილისსა და რუსთავს შორის და ქუთაისში. ასევე, საკადრო პოლიტიკის სრულად მოწესრიგება, დაიწყება ახლავე, მაგრამ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია დასრულდეს, დაახლოებით, 4 წელიწადში.
3+1+1 სისტემაზე სრული გადასვლა, ასევე, 4 წელიწადში, თუმცა აქაც, მანამდე დავიწყებთ სისტემის ცვლილებას. ხარისხის მართვის სისტემის მოწესრიგებას დრო დასჭირდება. რა თქმა უნდა, აქაც აქედანვეა მუშაობა დასაწყები, თუმცა ალბათ, თვისებრივად დასახვეწად 3-4 წელიწადი იქნება საჭირო. რაც შეეხება პროგრამების დახვეწასა და სახელმძღვანელოების შექმნას, აქაც ვფიქრობთ, რომ 4 წლიან პერსპექტივაში შესაძლებელია თვისებრივად კონკრეტული ამოცანების შესრულება და მიზნების მიღწევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
