ჩეჩნეთში 12 ნოემბერს დაკრძალეს 33 წლის ალია ოზდამიროვა, რომელიც საქართველოდან სამშობლოში მოტყუებით ან იძულებით დააბრუნეს და სავარაუდოდ, მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას კრიზისული ჯგუფი „ჩრდილოეთ კავკასია SOS“ ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
უფლებადამცველების თქმით, ალია ოზდამიროვა ჩეჩნეთიდან 20 ოქტომბერს გაიქცა, რადგან ნათესავების მხრიდან მუქარის ეშინოდა.
„მან განაცხადა, რომ მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაცია გარკვეული ადამიანებისთვის, მათ შორის მისი ბიძაშვილებისთვის გახდა ცნობილი და რომ მუქარა მათგან და მისი ძმისგან მოდიოდა. ალია სტამბოლში გაემგზავრა, საიდანაც საქართველოში წავიდა.
დაკითხვის დროს გაირკვა, რომ ალიას მუქარა მის ბიზნეს საქმიანობასაც უკავშირდებოდა: მისმა ძმებმა სცემეს, რადგან მის ბიზნესპარტნიორებს ინვესტორების დავალიანება ჰქონდათ და თანხის მოპარვაში ალია დაადანაშაულეს. თავად ალიამ განაცხადა, რომ არავისგან ერთი კაპიკიც კი არ მოუპარავს. გაქცევის დროს მას ეს ფული არ ჰქონდა“, - აცხადებენ უფლებადამცველ ორგანიზაციაში.
„ჩრდილოეთ კავკასია SOS“ აღნიშნავს, რო ალია ოზდამინოვა გავლენიანი და მდიდარი ოჯახიდან იყო: მისი მამა, უსმან ოზდამიროვი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთაურის, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირი იყო, იკავებდა ჩეჩნეთის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, უფრო ადრე კი გუდერმეშის რაიონის ხელმძღვანელი იყო.
„ალიას მშობლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ის არ ყოფილა ოჯახში ძალადობის ან მათი მხრიდან შეზღუდვების მსხვერპლი. 2020 წელს მამამისი გარდაიცვალა და სიტუაცია გართულდა, რადგან ალიას დაცვა მისი ძმებისგან აღარავის შეეძლო“, - აცხადებენ უფლებადამცველები და აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილი ქალის ძმები ასევე დაკავშირებული არიან კადიროვთან და მის გარემოცვასთან.
უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად, ნოემბერში „მეგობარმა ადვოკატმა“ ალია ოზდამიროვას განუცხადა, რომ მის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „ტერორიზმის დაფინანსებისთვის“ და რომ მას ამიერიდან საქართველოდან გასვლა არ შეეძლებოდა. ადამიანის უფლებათა დამცველებმა ამის დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს და ალიას საქართველოს რაც შეიძლება მალე დატოვება ურჩიეს. 8 ნოემბერს ოზდამიროვა თბილისიდან უსაფრთხო ქვეყანაში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ მისმა ბიძამ, ალი ასაევმა, დაარწმუნა, რომ საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩენილიყო.
უფლებადამცველებმა 9 ნოემბერს შეიტყვეს, რომ ალიამ საქართველო-რუსეთის საზღვარი გადაკვეთა. მომდევნო დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის გარდაიცვალა. ოზდამიროვას ოჯახი ამტკიცებს, რომ სიკვდილი ბუნებრივი მიზეზებით იყო გამოწვეული. უფლებადამცველები და მისი მეგობრები კი მიიჩნევენ, რომ ალია „ღირსების მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა.
20 ოქტომბერს ერევანში გარდაცვლილი ოპოვეს ჩეჩენი ქალი, 23 წლის აიშათ ბაიმურადოვა, რომელიც ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გაექცა. სომხეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრეს.
