„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე 36 წლის ყოფილი ძიუდოისტი, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
პარტიის ინფორმაციით, ახალი თავმჯდომარე დღეს სასტუმრო „პარაგრაფში“ გამართულ ყრილობაზე დელეგატებმა „ერთხმად აირჩიეს“ .
„რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი პატივი და დაფასებაა. ნდობა, რომელიც ჩვენმა გუნდმა გამომიცხადა, უდიდეს პასუხისმგებლობის გრძნობასთან ერთად ძალიან დიდ მოტივაციასაც მიჩენს. აუცილებლად ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი ორგანიზაციის გაუმჯობესაბაზე ფიქრი, უნდა დავუბრუნოთ ის უდიდესი ენერგია, გამოვიყენოთ ის უმნიშველოვანესი პოტენციალი, რომელიც თითოეულ ახალგაზრდას გააჩნია. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ „ქართულ ოცნებაში“ და საკუთარი უნარების გამოვლენის საშუალება მივცეთ“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.
ყრილობას საპატიო სტუმრის რანგში დაესწრო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი.
„მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ასეთი ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა პროსამთავრობო მედიასთან.
ვარლამ ლიპარტელიანმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ჩაანაცვლა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. ჩაკვეტაძეც „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრია.
