სამი ოპოზიციური პარტია „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად „ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას“ იწყებს. პირველი აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიმართება 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით, საქართველოში მოხდება კოლაბორაციონიზმისგან გათავისუფლება, მიტაცებული ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს. ჩვენ ვდგავართ ერთად, ვიბრძოლებთ ერთად, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ დავიწყებთ 24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქციით, რუს ფაშისტებთან მებრძოლი უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქციით.
ჩვენი აქციები იქნება ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირებით, აქციები იქნება მზარდი, კოლაბორაციონისტებს ვაიძულებთ უკან დახევას, ვაიძულებთ უარი თქვან და შეწყვიტონ რუსული ინტერესების გატარება საქართველოს ხელისუფლების სახელით.
ვიქნებით ხალთან, ხალხის ინტერესების დასაცავად, საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“, - თქვა აკია ბარბაქაძემ, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ.
„დღეს პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ექსპერტული საზოგადოება თუ აკადემიური წრეები, ეროვნული მოძრაობის და უზენაესი საბჭოს წევრები ყველანი ერთად ვდგავართ და ჩვენ გვაერთიანებს ერთი რამ - ძლიერი საქართველოს იდეა ევროპულ და დასავლურ ცივილიზაციასთან ერთად. გვაერთიანებს სწორედ ის, რაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია ბოლო ათწლეულების მანძილზე. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ძალას უნდა, რომ ეს არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და ამ არჩევანს გადახედოს. ისინი გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოდან, ღალატობენ ქართველი ხალხის ნებას და გვეუბნებიან, რომ თურმე რუსეთი უკეთესი ყოფილა, ვიდრე ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ძლიერი საქართველოს მშენებლობა. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით, რაც არ უნდა დეზინფორმაციული კამპანია აწარმოონ. ეს ჩვენზე ვერ იმუშავებს ვერცერთ შემთხვევაში. ამიტომ, გთავაზობთ 24 თებერვალს შევიკრიბოთ მთელი საქართველო რუსთაველზე, იმისთვის, რომ პირველ რიგში ერთმანეთს გავაგონოთ, რომ არანაირი დეზინფორმაცია ჩვენზე არ მუშაობს და ჩვენი ურყევი ნება არ გადაიხედება არასდროს და შევიკრიბოთ იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს ვუთხრათ - როგორ მედგრადაც ყოველდღიურად თქვენთან ერთად იბრძვიან ჩვენი ბიჭები, ისე მედგრად ამაყი და მამაცი ქართველი ერი დგას თქვენს გვერდით და ჩვენი გმირების პატივისცემისთვის შევიკრიბოთ, რომლებსაც შეურაცხყოფას აყენებს „ქართული ოცნება“. ჩვენ ვიწყებთ პროცესს, რომელიც მივა დიდ გამარჯვებამდე“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.