2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტიები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთიან პლატფორმას ჰქმნიან. როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, მათ საერთო სტრატეგია ექნებათ „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ქალაქებში, მუნიციპალიტეტებში, სოფლებში, უბნებში ხალხი საუბრობს ერთადერთ რამეს - „რუსულ პარტიას დაამარცხებთ მხოლოდ ერთობით“. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ევროპული პარტია და ჩვენ, ცხადია, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა.
კონსულტაციების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ასევე ყველაზე დიდია ყველა კვლევით პროდასავლურ პარტიებს შორის. ვგულისხმობ „სტრატეგია აღმშენებელს“. შესაბამისად, დღეიდან, ხალხის დაკვეთით - და ჩვენ ასევე ვაპირებთ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას ხალხთან - „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია, რუსული პარტიის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების. სხვანაირად მიხეილ სააკაშვილის პარტია, პასუხისმგებლიანი პარტია, ცხადია, ვერ მოიქცეოდა.
ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი და გავაგრძელებთ ბრძოლას თავისუფალი, ერთიანი საქართველოსთვის“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან და სხვა ყველა თაობის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანთან ერთად „გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას“ იწყებენ.
„ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია ელოდებიან საქართველოს მოქალაქეები; პლატფორმას, რომლის მთავარი საზრუნავი იქნება საქართველოს მოქალაქე, მისი პრობლემების მოგვარება, NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარება, დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - თქვა გიორგი ვაშაძემ.
როგორც მან აღნიშნა, „გამარჯვების პლატფორმის“ კარი ყველასთვის ღიაა: „ვინც მხარს უჭერთ ერთიანი, ძლიერი და რეგიონის ლიდერი საქართველოს იდეას და არ აპირებთ შეეგუოთ საქართველოს რუსულ ჭაობში ჩატოვებას, ვისაც გწამთ, რომ საქართველოს გაერთიანებისა და დეოკუპაციის გასაღები ევროკავშირსა და NATO-შია, გავერთიანდეთ საქართველოს გამარჯვების და ძლიერების ამ ახალ პლატფორმაში“, - მიმართა თანამოაზრეებს ვაშაძემ.