მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსა (WADA) და World Rugby-ს ერთობლივი გამოძიების შედეგად, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ექვს მოთამაშესა და პერსონალის ერთ წევრს ანტიდოპინგური წესების დარღვევა დაუდასტურდა. გამოძიების თანახმად, ადგილი ჰქონდა სინჯების ჩანაცვლებას, რის გამოც WADA-მ ნდობა დაკარგა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიმართ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
2023 წელს დაწყებულმა ოპერაციამ გამოავლინა სინჯის ჩანაცვლების ხუთი შემთხვევა. ანგარიშის მიხედვით, GADA-ს თანამშრომლები მორაგბეებს ტესტირების შესახებ წინასწარ ატყობინებდნენ, ხოლო დოპინგ-კონტროლის ოფიცრები არ ესწრებოდნენ შარდის ჩაბარების პროცესს, რაც წესების უხეში დარღვევაა.
„ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, აღმაშფოთებელია და ეს დიდ დარტყმას მიაყენებს როგორც ქართულ სპორტსა და მთავრობას, ისე რაგბის სამყაროს გლობალურად. ეს არ არის ისტორიის დასასრული, რადგან ახლა უფრო ღრმა გამოძიება მიმდინარეობს ქართულ სპორტში.
აშკარაა, რომ WADA-მ დაკარგა ნდობა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს პროგრამის მიმართ და შესაბამისმა უწყებებმა ძირეული ცვლილებები უნდა განახორციელონ“, - განაცხადა WADA-ს პრეზიდენმა, ვიტოლდ ბანკამ.
WADA-ს საგამოძიებო დეპარტამენტის დირექტორის, გიუნტერ იანგერის თქმით, გამოძიების პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშა ნიმუშების გრძელვადიანი შენახვის პროგრამამ. ამჟამად WADA-მ საქართველოში სხვა სახეობის სპორტსმენების სინჯების გადამოწმებაც დაიწყო, მათ შორის მიმდინარეობს ბიოლოგიური პასპორტების ექსპერტიზა.
არსებული რისკების გათვალისწინებით, WADA-ს შესაბამისობის სამუშაო ჯგუფმა შესაძლოა განიხილოს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს წინააღმდეგ დაჩქარებული სანქციების პროცედურა. მსგავსი დარღვევები 2020 წელს ძალოსნობაშიც გამოვლინდა, სადაც შარდის ჩანაცვლების გამოვლენის ახალი მეთოდი დაინერგა.
