ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა დახუროს „მთავარი არხი“ – გიორგი გაბუნია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია და თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი არხს ხურავს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“.

ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით. ქურდაძე სპეციალურად დაინიშნა კომპანიაში ოქუაშვილის წარდგინებით ერთადერთი ამოცანით - რომ ხსენებულ დამფუძნებელს ჰქონოდა არხზე ქმედითი ბერკეტი პირადი მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ დღეს, 11 დეკემბერს, ჟურნალისტებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

გაბუნიას თქმით, გოგი ქურდაძე ზაზა ოქუაშვილის დავალებით ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე.

„მაგალითად, ჩვენს თანამშრომლებს მისი წყალობით შეუჩერდათ ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სისტემატური ძალადობა მიმდინარეობს, მაგრამ ოქუაშვილს და ქურდაძეს ეს არ აინტერესებთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი - როგორც დამფუძნებელი და დირექტორი - პასუხისმგებელნი არიან კომპანიის თანამშრომლებზე.

ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებით და მისი დირექტორის ქმედებებით „მთავარი არხი“ უკვე დარჩა ფინანსური წყაროების გარეშე და ნელნელა წყდება ჩვენთან გაფორმებული კონტრაქტებიც, რაც, საბოლოოდ, არხის მუშაობას შეუძლებელს გახდის - ეს კი ზუსტად ის არის, რაც დღეს სჭირდება ბიძინა ივანიშვილს.

თავისი გადაწყვეტილებების გასამართლებლად ოქუაშვილი გვიყენებს ისეთ აბსურდულ, გამოგონილ ბრალდებებს, რომლებსაც განხილვის ღირსადაც კი არ ვთვლი აქ - იმდენად შორს წავიდნენ თავიანთ სიცრუეში, რომ ამტკიცებენ, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილი გვმფარველობს და ოლიგარქთან ვართ გარიგებული. თან ამას, თურმე, თვითონ ვეუბნებით ხოლმე ქურდაძეს.

სინამდვილეში, ყველაფერი ნათელია და ზუსტად პირიქით არის - თუ დღეს ვინმე „მთავარ არხზე“ აკეთებს „ქართული ოცნების“ საქმეს, ეს არის ზაზა ოქუაშვილი, რომელსაც მიზანმიმართულად მიჰყავს არხი დახურვამდე და არსებობს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამას სწორედ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ან მასთან სავაჭროდ აკეთებს“, - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, ის, რომ ოქუაშვილს აქვს მძიმე სასამართლო დავა, არ გამორიცხავს მის თანამშრომლობას ივანიშვილთან, არამედ პირიქით - „სწორედ ამ დავაში შეთანხმების მისაღწევად ოქუაშვილს ძალიან სჭირდება „მთავარი არხით“ მანიპულირება“.

„ოქუაშვილის მხრიდან სიახლე არ არის „ქართულ ოცნებასთან“ გარიგება. სწორედ მისი ოჯახის წევრებმა, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა მისცეს ხმა „ოცნებისთვის“ სასურველ იუსტიციის საბჭოს წევრებს მაშინ, როდესაც ხელისუფლებას აკლდებოდა საკუთარი ხმები ამ კანდიდატების გასაყვანად და აუცილებლად სჭირდებოდა რამდენიმე ოპოზიციური ხმაც. მაშინ მაშველ რგოლად სწორედ ოქუაშვილის ოჯახის წევრები გამოჩნდნენ“, - თქვა გიორგი გაბუნიამ.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ „მთავარი არხისთვის“ ბრძოლას გააგრძელებენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.