ზელენსკი: პუტინი მალე მოკვდება, ეს ფაქტია და ყველაფერი დამთავრდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ძალაუფლების დაკარგვის ეშინია, რაც რუსული საზოგადოების სტაბილურობასთან და მის ასაკთან არის კავშირში.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

შეკითხვა, თუ რისი ან ვისი ეშინია რუსეთის ლიდერს, ზელენსკის ოთხ ევროპულ სამაუწყებლო კორპორაციასთან ინტერვიუს დროს დაუსვეს.

„პუტინს მხოლოდ საკუთარი საზოგადოების დესტაბილიზაციის ეშინია. სწორედ ამის ეშინია, მაგრამ ამაზე გავლენის მოხდენა სხვას არავის შეუძლია. ის თავად ახდენს გავლენას, მისი ეკონომიკა, სანქციების პოლიტიკა ახდენს გავლენას“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ თუ უკრაინის პარტნიორები გამოავლენენ თავიანთ ნამდვილ პოტენციალს და ძალას, ისინი შეძლებენ პუტინზე ზეწოლას და თავის მხრივ, რუსეთის საზოგადოების დესტაბილიზაციას.

„რისი ეშინია პუტინს - საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის. ეს დამოკიდებულია საზოგადოების სტაბილურობაზე, მაგრამ ასევე დამოკიდებულია მის ასაკზე. პუტინი მალე მოკვდება, ეს ფაქტია და ყველაფერი დამთავრდება. ანუ, მისი საფიქრალია, რომ შეიძლება დასრულდეს მანამ, სანამ დაასრულებს თავის სრულიად უსაფრთხო და უიღბლო ისტორიულ ცხოვრებას. სწორედ ამის ეშინია. და მარტო დარჩენისაც.

პუტინის სრული იზოლაცია პოლიტიკური თვალსაზრისით ბოლომდე ვერ მოხერხდა. გლობალურმა სამხრეთმა არ მოახდინა მისი იზოლირება, მათ გააგრძელეს მასთან კავშირების შენარჩუნება. ჩემი აზრით, ისინი დაეხმარნენ მის სისტემას. თუ მას იზოლაციაში მოაქცევდნენ, ეს მის საზოგადოებაზე იმოქმედებდა, საზოგადოება დაინახავდა, რომ ის მარტოა, ცდება, მაგრამ [საზოგადოებამ] დაინახა, რომ რამდენიმე ქვეყანა ეხმარება პუტინს.

მნიშვნელოვანია, რომ ახლა მას აშშ არ დაეხმაროს, არ დაეხმაროს გლობალური იზოლაციიდან გამოსვლაში. ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მომენტი“, - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაზე გავლენის დაბრუნება სურს და მიზნად ისახავს ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების კავშირის დასუსტებას.

„ვფიქრობ, ის რაღაცას ახერხებს კიდეც. არა ყოველთვის და არა ყველაფერში. მან სცადა თავად ევროკავშირისთვის დაერტყა და ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია უნგრეთის მეშვეობით“, - აღნიშნა ზელენსკიმ და მაგალითად მოიყვანა უნგრეთის მიერ ევროკავშირში ანტირუსული სანქციების და სხვა ზომების დაბლოკვა, რომლებიც რუსეთზე ზეწოლას ისახავს მიზნად.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.