უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში „შთამბეჭდავი“ გამარჯვება მიულოცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
„ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ საარჩევნო გამარჯვებას! მახსოვს ჩვენი შესანიშნავი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან ჯერ კიდევ სექტემბერში, როდესაც დეტალურად განვიხილეთ უკრაინა-ამერიკის ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა, „გამარჯვების გეგმა“ და უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დასრულების გზები.
მე ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომისადმი გლობალურ საკითხებში. სწორედ ამ პრინციპს შეუძლია პრაქტიკულად მოაახლოოს სამართლიანი მშვიდობა უკრაინაში. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ერთად მოვიყვანთ მას მოქმედებაში“, - დაწერა ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე.
მან ასევე თქვა, რომ მოუთმენლად ელის შესაძლებლობას, პირადად მიულოცეს ტრამპს გამარჯვება და განიხილოს მასთან უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზები.
„ჩვენ მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტი ლიდერობით. ჩვენ ვეყრდნობით უკრაინის მიმართ მუდმივ ორპარტიულ მხარდაჭერას შეერთებულ შტატებში. ჩვენ დაინტერესებული ვართ განვავითაროთ ურთიერთსასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც სარგებელს მოუტანს ორივე ერს. უკრაინა, როგორც ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ძალა, მოწოდებულია უზრუნველყოს გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპასა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერით“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 ნოემბერს გამართულ საპრერზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მისი კონკურენტი დემოკრატიული პარტიიდან მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იყო.
78 წლის დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი იქნება. მას გამარჯვება მიულოცეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ისრაელმა.
