თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი პარიმრობა შეუფარდა. „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრო მას რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
20 ოქტომბერს გამართულ პროცესზე შსს-ს წარმომადგენელმა ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული სახდელის გამოყენება მოითხოვა და განმარტა, რომ პატიმრობა დასაშვები იყო, რადგან ქეთა ციცქიშვილის შვილი 3 ოქტომბერს 12 წლის გახდა.
„რომ იცოდე, იქ ჩემი შვილისთვის გავდივარ. არ ვიცი, გყავს თუ არა შვილი, იქ შენი შვილისთვისაც ვდგავარ“, – მიმართა ჟურნალისტმა შსს-ს წარმომადგენელს.
გზის გადაკეტვის საბაბით, გუშინ, 19 ოქტომბერს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ტელეკომპანია „ფორმულას“ კიდევ ერთ ჟურნალისტს, ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტების დაპატიმრებას პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი გამოეხმაურა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მათი დაუყოვნებლივი, უპირობო გათავისუფლებისაკენ მოუწოდა.
„ეს აშკარა მიზანმიმართული თავდასხმაა „ფორმულაზე“, რომელიც საქართველოში დარჩენილ მცირერიცხოვანი კრიტიკულ ხმათა შორის ერთ-ერთია“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ბოლო ორი დღის განმავლობაში, გზის გადაკეტვისთვის ან სახის დაფარვისთვის უწყვეტი საპროტესტო აქციის 15-მდე მონაწილე დააპატიმრეს.
17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული, საპროტესტო აქციების შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებები. შედეგად, აქციის მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის − 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა და გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა. მოსამართლეს ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობა აღარ აქვს. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის სახდელდადებული პირის მიერ ერთი წლის განმავლობაში გზის გადაკეტვა ან სახის დაფარვა ერთ წლამდე ციხით დაისჯება.
