ჟურნალისტები და არასამთავრობოები: „მზია ამაღლობელის დაკავება დაგეგმილი პროვოკაციაა“

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„სოლიდარობა რუსული რეჟიმის პოლიტიკურ პატიმარს, ჩვენს კოლეგას, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს!“, - დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მზია ამაღლობელის უკანონოდ დაკავება ბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გააპროტესტეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ისინი მიიჩნევენ, რომ ონლაინგამოცემების, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის დაკავება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არის „წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია“.

„ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც გუშინ განვითარებული მოვლენების დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, ჯერ კიდევ 16 დეკემბერს დაემუქრა „ბათუმელების“ თანადამფუძნებელსა და რედაქტორს, ეთერ თურაძეს. მზია ამაღლობელი 11 იანვარს, პირველად, უკანონოდ, კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებების უხეში დარღვევით დააკავეს, მაშინ, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს. მზია ამაღლობელი ხელწერილით მალევე გაათავისუფლეს. სამმართველოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მზია ამაღლობელი დარჩა მიმდინარე აქციაზე. მის გვერდით იმყოფებოდა ორი ახლობელი, ორივე მათგანი პოლიციამ სრულიად უკანონოდ დააკავა. თვითმხილველების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაძაბულობის დროს, მზია ამაღლობელი და „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე მოჰყვნენ ჭყლეტაში. ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს შეაგინა. შემდეგ მოხდა მზიას უკანონო დაკავება“, - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე.

მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ

„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელზეც მზია ამაღლობელის დაკავებაა აღბეჭდილი, არ არის სრულყოფილი, დამუშავებულია და არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს.

ისინი აღნიშნავენ, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით შეიყვანეს სამმართველოს შენობაში.

„დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად, სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ. არაერთი მოთხოვნისა და საჯარო მოწოდებების მიუხედავად, დაკავებულთან სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს, რითაც დაარღვიეს მისი დაცვის კონსტიტუციური უფლებები“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერები მოუწოდებენ:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს – მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას;
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და უკანონოდ დაკავების ფაქტების სასწრაფო გამოძიებას;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს – ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის ამ ეტაპზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას; მისი მხრიდან აგრესიული, უკანონო ქმედებების აღკვეთას;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს – მზია ამაღლობელის საქმით დაუყოვნებლივ დაინტერესებას, უწყვეტ მონიტორინგს და შესაბამის შეფასებას.

ამ დროისთვის განცხადებას ხელს აწერენ:

გელა მთივლიშვილი - მთის ამბები / საქართველოს ამბების დამფუძნებელი და რედაქტორი;

ნატა ძველიშვილი - ინდიგოს დირექტორი;

ლია ჩახუნაშვილი - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი;

ნინო ზურიაშვილი - „სტუდია მონიტორის“ დამფუძნებელი და რედაქტორი

ნანა ბიგანიშვილი - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, „სტუდია მონიტორის“ დამფუძნებელი და რედაქტორი;

მაია მეცხვარიშვილი - სტუდია მონიტორი, რედაქტორი;

ხატია ლომიძე - „მედიაჩეკერის“ რედაქტორი;

გულო კოხოძე- „მედია სახლი სამხრეთის კარიბჭეს“ დირექტორი;

ლიკა ზაკაშვილი - „პუბლიკის“ მთავარი რედაქტორი;

ხატია ღოღობერიძე - მედია „აპრილის“ თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი;

მამუკა ანდღულაძე - მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე;

კამილა მამედოვა - სათემო რადიო „მარნეულის“ დამფუძნებელი, დირექტორი;

ია ბობოხიძე - „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის“ თავმჯდომარე;

ეკა ბასილაია - მედიის ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის დირექტორი;

ნატალია ვახტანგაშვილი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, პროექტის კოორდინატორი;

თამარ ჯაყელი - „თბილისი პრაიდის“ დირექტორი;

სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“;

„ევროპის ფონდი“;

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“;

„ღია სივრცე კავკასია“;

„ყვარლის ევროკლუბი“

„მაისი.ნიუსი“ (Maisi.News);

მარინე კაპანაძე - უფლებადამცველი, საქართველოს მომავლის აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი;

უჩა ნანუაშვილი - „დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ დირექტორი, ყოფილი სახალხო დამცველი;

ხატია ჯინჯიხაძე - „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“;

„უფლებები საქართველო“;

ვანცენტ ხაბეიშვილი - News.On.ge-ს მთავარი რედაქტორი;

„დემოკრატიის მცველები“;

„პრევენცია პროგრესისთვის“;

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი;

თამარ ხიდაშელი - „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, დირექტორი;

„საფარი“;

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“;

„მწვანე ალტერნატივა“

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI);

„წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT);

გიორგი მელაშვილი - ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI);

„isari24“;

ნათია კუპრაშვილი - „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“;

ნინო ზაუტაშვილი - ჟურნალისტი;

ნათია კაპანაძე - „მედიაომბუდსმენის“ დირექტორი;

„საქართველოს სასამართლოს გუშაგი“;

„სამოქალაქო იდეა“;

„უფლებები საქართველო“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.