ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოვიდა, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ „საქართველოს ამბებს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა.
ახალი ამბები
შემთხვევა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 89-ე კილომეტრზე, გვირაბთან, დაახლოებით დილის 11 საათზე მოხდა. ჩამოსულმა მეწყერმა საავტომობილო მოძრაობა ჩაკეტა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.
