ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურის სამსახურის უფროსის მხრიდან ძალადობის შესახებ წერს. მისი თქმით, დავით მატიაშვილმა სასამართლოს ეზოში ვიდეოს გადაღების გამო ტელეფონი წაართვა, მანდატურების ოთახში შეათრია, პირადობის მოწმობა მოსთხოვა და კანონის წინაშე პასუხისგებით დაემუქრა. მატიაშვილმა ჟურნალისტს ძალადობის ამსახველი ვიდეოც წააშლევინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანილი იყო ნერწყვი
შემთხვევა დღეს, გიორგი ახობაძის საქმის განხილვის პარალელურად მოხდა. როგორც ზურა ვარდიაშვილი ამბობს, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მანდატურებმა პარტია „ახალის“ წევრს ნოდარ ჩაჩანიძეს, რომელიც სასამართლოს დერეფანში არსებულ სკამზე დაჯდა, ადგომა და წასვლა მოსთხოვეს.
„ჩაჩანიძე შეეკამათა. ამ დროს საქმეში ჩაერთო მანდატურების უფროსი დავით მატიაშვილი. ეს კაცი ზოგადად აგრესიულობითაა ცნობილი, მაგრამ ახლა მთლად სახე ჰქონდა წაშლილი - ნოდარს უყვიროდა რომ მას უხდიან აქტივიზმში, იწვევდა პროვოკაციაზე. ნოდარმა, შენ ის არ ხარ გოგო რომ ჩაასმევინე ციხეშიო? ამაზე ამხელა კაცი ცერცვივით ახტა და ნოდარს ეცა, სხვა მანდატურებიც დაეტაკნენ და დაიწყეს მისი გათრევა.
დერეფანში არ გადამიღია. სიმართლე გითხრათ, რატომღაც თავიდან ამომივარდა, რომ ქოცებმა გადაღების აკრძალვა ეზოსაც შეახეს. გავედი ეზოში და ის მომენტი გადავიღე, როცა მანდატურებმა ნოდარი გარეთ გამოისროლეს.
ეს დაინახა მატიაშვილმა და მეცა. ტელეფონი ისეთი სისხარტით გამომტაცა ამ ზონზროხა კაცმა, რომ ეტყობა ვარჯიშობს ამაში. მერე შემათრიეს იმ თავიანთ ოთახში.
მატიაშვილი შოკში ჩააგდო ჩემმა ხაზგასმულმა სიმშვიდემ და ღიმილმა, რაღაცნაირ გამოწვევად აღიქვა. პირადობა მომთხოვა და დამემუქრა, პასუხს აგებო. შემაშინა თავისი ჭკუით. ჩემს ტელეფონში ვიდეოს წასაშლელად ფასვორდი მომთხოვა. ტელეფონი ბავშვის სურათებით მაქვს სავსე და ცხადია არ მინდოდა თავისი ჭუჭყიანი ხელები ეფათურებინა, გამოვართვი და თვითონ წავშალე ჩემი ორწამიანი „უკანონო“ ვიდეო. ნოდარის გამოსროლის“, - წერს სოციალურ ქსელ Facebook-ში ზურა ვარდიაშვილი.
მომხდარის შესახებ Facebook-ზე წერს ნოდარ ჩაჩანიძეც. მისი თქმით, მანდატურების უფროსი გააღიზიანა მისმა კომენტარმა ქეთა დაუდიშვილის დაპატიმრების შესახებ. 23 წლის აქტივისტი დავით მატიაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების საფუძვლით სამართალდამრღვევად ცნეს და გუშინ ორდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
„მანდატურის სამსახურის უფროსმა, დავით მატიაშვილმა, იმის გამო გამომაძევა სასამართლოს შენობიდან რომ პასუხი გავეცი მის უნამუსო შეურაცხყოფას:
- რამდენს გიხდიან აქ რომ მოხვედი?
- მე სინდისის პატიმრების და ჩვენი მეგობრების გვერდით ვარ თითქმის ყოველ დღე ამ შემობაში... შენს გამო გუშინ 23 წლის გოგო დააკავეს... ეს შენ გიხდიან იმისთვის რომ ყველაფერი იკადრო.
ამის შემდეგ ჭიდაობის ილეთებით, რამდენიმე მანდატურმა იძულებით გამომიყვანა შენობიდან...
არაფერი უნდა შერჩეთ სისტემის მონებს!
ოლიგარქია უნდა დაემხოს!“, - წერს ნოდარ ჩაჩანიძე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურებმა მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. 9 ივნისს მათ სასამართლოს შენობიდან ძალით გაიყვანეს სამოქალაქო აქტივისტი და პედაგოგი, ნინო დათაშვილი, რომელიც მოგვიანებით მანდატურებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ნინო დათაშვილი წინასწარ პატიმრობაშია და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
