ქართველი მოჭიდავე, 31 წლის ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც საქართველოში მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ, სერბეთის სახელით ასპარეზობს, მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე, დათუნაშვილმა 87 კგ წონითი კატეგორიის ფინალში დანიის სახელით მოასპარეზე, წარმოშობით ჩეჩენი ტურფალ ბისულთანოვი ანგარიშით 6:2 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 3 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 4 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 5 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 6 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
ფინალამდე ზურაბ დათუნაშვილმა გერმანელი ჰანეს ვაგნერი (5:0), შვედი ალექს კესიდისი (4:1) და უნგრელი დავიდ ლოსონჩი (4:3) დაამარცხა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით 2020 წლიდან ასპარეზობს. მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გასულ წელსაც მოიპოვა და ასევე, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ზურაბ დათუნაშვილს საქართველოს სახელით ორჯერ აქვს მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული. ჩვენი ქვეყანა მან 2019 წელს დატოვა, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან დაპირისპირების შემდეგ.
გეგეშიძე დათუნაშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს. 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების დროს, ფედერაციის პრეზიდენტმა მოჭიდავეს თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. სასამართლომ გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გეგეშიძის ჩამოშორების თაობაზე.
ზურაბ დათუნაშვილმა გეგა გეგეშიძის გადაყენებას მოთხოვნა ფედერაციის პრეზიდიუმის წინაშეც დააყენა, თუმცა უშედეგოდ. 2021 წელს გეგეშიძე მეორე ვადით, კიდევ ოთხი წლით აირჩიეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად.
