საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს, რომლის პროევროპულმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„ბრავო! თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ. პროევროპული საქართველო თქვენს გვერდით დგას და მისი წინააღმდეგობა რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ არ შესუსტდება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.
მოლდოვაში გუშინ, 28 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ხმების 99.82%-ის დათვლის შემდეგ, პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულმა „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიას 50.14% აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ახალ პარლამენტში 101 მანდატიდან 54 ექნება. კიდევ ერთი პროევროპული პოლიტიკური ორგანიზაცია „ალტერნატიული ბლოკი“, წინასწარი შედეგების თანახმად, 8 ადგილს მიიღებს.
საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პრორუსულმა „პატრიოტულმა ბლოკმა“, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის პარტიაც შედის, ხმების 24.20% მიიღო, რაც 27 საპარლამენტო მანდატია. საარჩევნო ბარიერი კიდევ სამმა პარტიამ გადალახა.
პრეზიდენტი მაია სანდუ რუსეთს არჩევნებში „მასობრივ ჩარევაში“ ადანაშაულებდა. „რუსეთს სურს ჩვენ ქვეყნაზე კონტროლი ხელში ჩაიგდოს, რათა ის უკრაინისა და ევროკავშირის წინააღმდეგ გამოიყენოს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს კვირას, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.
გასული წლის ოქტომბერში მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროინტეგრაციის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა. ამომრჩეველთა უმრავლესობამ ევროკავშრიში გაწევრიანებას და მაია სანდუს მეორე ვადით არჩევას დაუჭირა მხარი.
