ზურაბიშვილი: სხვა მშვიდობიანი გამოსავალი არ არსებობს, თუ არა არჩევნები

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„რუსეთს ომის, ოკუპაციის, გატაცებების, სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, არ დავუთმეთ არც ჩვენი ევროპული გზა, არც ჩვენი დამოუკიდებლობა და არც ჩვენი თავისუფლება. და აბა, დღეს, შინაურ რუსულ რეჟიმს რას დავუთმობთ? არც არაფერს. ესენი ვერ შეძლებენ ჩვენს დამორჩილებას“, - განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 25 თებერვალს, უწყვეტი პროტესტის 90-ე დღეს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

 ვრცელი სიტყვის დროს, ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უალტერნატივოა.

„მჯერა, რომ ჩვენ მივდივართ სწორ გზაზე და რა არის ეს სწორი გზა? ყველა კითხულობს, რა არისგეგმა. გეგმა არის ერთი და უალტერნატივო - ახალი არჩევნები. თქვენც შეამჩნევდით, უფრო დაუფრო მეტი ჩვენი პარტნიორი ითხოვს ახალ არჩევნებს, რადგან მსოფლიოში ყველამ ძალიანკარგად იცის, როცა არსებობს ასეთი ღრმა კრიზისი ქვეყანაში, სადაც ერთ მხარეს დგას რეჟიმი, რომელიც ვითომ არაფერს თმობს და მეორე მხარეს დგას საზოგადოება, რომელიც არაფერს არდათმობს იმიტომ, რომ დასათმობი არაფერი არ აქვს და ეს ღრმა კრიზისი გრძელდება არჩევნებიდან უკვე ოთხი თვეა, ეს იმას ნიშნავს, რომ

სხვა გამოსავალი, მშვიდობიანი გამოსავალი არ არსებობს, თუ არა არჩევნები. არჩევენები ნიშნავს, რომ როცა კრიზისია, შენ უბრუნდები ხალხს და ეკითხები: შენ როგორ გინდა? შენი ნება რა არის? საქართველოს ხალხის ნება არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი. ასე რომ, ეს არჩევნები დაინიშნება, ამაზე კითხვის ნიშანიც არ დგას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, პირველ რიგში, საჭიროა არჩევნების პირობების მომზადება და მომავალ კვირაში საზოგადოება გაეცნობა „დოკუმენტს, რომელიც წარმოაჩენს, რა უნდა იყოს არჩევნების პირობები“.

„მეორე, უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ეს ნიშნავს, რომ დღესვე უნდა მოვამზადოთ კომისიის წევრები და დამკვირვებლები, მთელი ჯარი, რომ მეორედ ვერავინ შეძლოს არჩევნების გაყალბება. ეს არის ჩვენს ხელში და ჩვენი, ყველას გასაკეთებელი და დღეს უნდა დავიწყოთ;

მესამე, ამაზე ვმუშაობ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ჩვენი ყველაზე სანდო პარტნიორებისგან ყველანაირი დახმარება, რათა გაყალბების ის ფორმები, რაც გამოიყენეს, ვეღარ გამოიყენონ. ეს ეხება ტექნოლოგიურ არჩევნებს და ეს ეხება ბევრ რამეს. დღეს ჩვენი ძალიან ბევრი პარტნიორი სწორედაც მუშაობენ არჩევნების საკითხებზე, რამეთუ მათ გაიგეს კარგად, რომ არჩევნებით მანიპულაცია და გაყალბება გახდა რუსეთის ახალი სტრატეგია, რომელიც დაიწყო საქართველოდან, მაგრამ შეეხება სხვა ევროპულ ქვეყნებს ხვალ და ზეგ, თუ დღეს არ დავამარცხეთ ეს სტრატეგია. ამისთვის ყველამ უნდა შეისწავლოს, რაც აქ მოხდა და ყველამ ერთად უნდა მოვნახოთ გზები, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ამ გაყალბებაზე და აღარ დავუშვათ. ეს არის ჩვენი ასევე ერთად გასაკეთებელი.

კიდევ, რა უნდა გავაკეთოთ და ამაში ასევე ვარ ჩართული, რომ შედგეს მეტი კოორდინაცია ყველას შორის, ეს არის, ერთი მხრივ, პოლიტიკური პარტიები, მეორე მხრივ, შესაძლოა, ახალი პოლიტიკური პარტიები. ეს არის ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს არიან თქვენთან, არიან ქუჩაში“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 104-ე წლისთავზე, თბილისში რამდენიმე საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. მსვლელობების მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, სადაც მათ სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.