საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 770 მლნ ლარით იზრდება. როგორც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარი გახდება, დანარჩენ რეგიონებში 365 ლარი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
პრემიერის განცხადებით, გაიზრდება 70 წლამდე პირთა პენსიაც და გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 355 ლარი.
„გარდა პენსიისა, მინდა ვთქვა, რომ გათვალისწინებული გვაქვს მკვეთრად გამოხატულ შშმ პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ასევე, დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც გაიზრდება. ბავშვთა დახმარება უკვე თითქმის გავასამმაგეთ - იყო 50 ლარი და ახლა არის 150. შარშან იყო 100 ლარი, შემდეგ კიდევ გავზარდეთ 150 ლარამდე და გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, იმის მიუხედავად, როგორი ბიუჯეტი გვექნება 2023-ში და როგორი შემოსავლები, გვინდა, რომ კიდევ გავზარდოთ.
დევნილთა სახლების მშენებლობას ვიწყებთ, მოგეხსენებათ. 7000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება, ტენდერები ჩატარებულია და დასრულდება ძალიან მალე. ამისთვის 2023 წელს 250 მლნ ლარია გამოყოფილი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში პენსიას 800 068 ადამიანი იღებს და ყოველთვიურად მათზე 226 688 306 ლარი გაიცემა. მაღალმთიან დასახლებებში რეგისტრირებულია 79 324 პენსიონერი და მათზე სახელმწიფო პენსიის დანამატის სახით ყოველთვიურად 4 512 060 ლარი გაიცემა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ 2023 წლიდან პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ხელფასი 20 %-ით გაეზრდებათ. მომავალი წლის ბიუჯეტში ამისთვის 290 მილიონი ლარია გათვალისწინებული.