„მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პირდაპირ მიუთითებდა ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ (მამუკა წიკლაური) დაუსაბუთებლად არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, სათანადოდ ვერ შეაფასა ბრალდებულიდან მომდინარე რისკები და საფრთხეები, მათ შორის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მისი მიმალვის საფრთხე, უკანონოდ სცნო ბრალდებულის დაკავება, გაათავისუფლა დაკავებიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 2000 ლარი შეუფარდა“, - განაცხადა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ, თელავში 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობის საქმეზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
გათავისუფლებიდან მესამე დღეს, პროკურორის განცხადებით, 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე მოკლა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა დანაშაულში ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა განზრახ მკვლელობისთვის დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნა პროკურორმა და ხაზი გაუსვა, რომ ბრალდებული სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს:
„4 ოქტომბერს იგი ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლეს და მის დედას, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს. აღნიშნული დანაშაულისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 4 ოქტომბერს დააკავეს. 5 ოქტომბერს პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახში ძალადობა); 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა ორი პირის მიმართ) და 11-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობის შეფარდება. თუმცა, როგორც გითხარით მოსამართლემ ის გირაოს სანაცვლოდ გაათვაისუფლა“.
პროკურორის განცხადებით, პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა სასამართლოს პოზიციას და საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა: „ბრალდებულს, რომელსაც არ შეეფარდა პატიმრობა, მიეცა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა თავისი მუქარა და სასტიკად გაუსწორდა თავის მეუღლეს, რამაც ეს უმძიმესი შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ უმკაცრესი ღონისძიებების გატარების აუცილებლობას, რაც კოორდინირებულ მუშაობას, საზოგადოების ჩართულობას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიან ძალისხმევას გულისხმობს“.
ბოლო ერთ კვირაში საქართველოში სამი ქალი მოკლეს.
- 2021 წელს - ქალის მკვლელობის 22, ხოლო მკვლელობის მცდელობის 31 ფაქტია რეგისტრირებული.
- 2020 წელს - 24 ქალი მოკლეს. რეგისტრირებულია ქალის მკვლელობის მცდელობის 27 ფაქტი.
- 2019 წელს - ქალის მკვლელობის 19 და მკვლელობის მცდელობის 22 ფაქტი დაფიქსირდა.
ამ თემაზე:
ახალი დეტალები თელავში 26 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე
აფექტი, მეუბნებოდა, რომ დამიჭერდნენ - ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა