რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში აღმოჩნდა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მკვიდრი გელა იობაშვილი და ქარელის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ნუკრი კალაშნიკოვი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმმა გელა იობაშვილი 14 სექტემბერს დააკავა, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ გუშინ, 22 სექტემბერს გაუზიარეს. ანთაძის ინფორმაციით, ე.წ. სასამართლომ იობაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
რაც შეეხება ნუკრი კალაშნიკოვს, ანთაძემ მხოლოდ ის თქვა, რომ ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ნუკრი კალაშნიკოვსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ ის ადრეც იყო დაკავებული.
ერგნეთში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან დღეს მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკანონო პატიმრების გათავისუფლებაა.
ცხინვალის ციხეში გელა იობაშვილისა და ნუკრი კალაშნიკოვის გარდა, უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან მამუკა ჩხიკვაძე, კახაბერ ნათაძე და ლაშა ხეთერელი.
ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, 2021 წლის დეკემბერში დააკავეს. ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთასთან ერთად, მას ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდასაც ედავებიან. 2022 წლის მაისში, დე ფაქტო სასამართლომ ჩხიკვაძეს 5.6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც მისმა ადგილობრივმა ადვოკატმა გაასაჩივრა და უკანონო სასჯელი 3.8 წლამდე შეუმცირდა.
24 წლის ლაშა ხეთერელი ლიახვის ხეობიდან დევნილია და ნათესავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ის მეექვსედ 2021 წლის დეკემბერში დააკავეს. ბოლოს (მეხუთედ) ის 2020 წლის 30 ივნისს იყო დაკავებული და ცხინვალის საპატიმროში ერთწლიანი უკანონო სასჯელი მოიხადა.
1977 წელს დაბადებულ კახაბერ ნათაძესაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება. ის ოკუპირებული სოფლის, წინაგარის მიმდებარედ უკანონოდ 2021 წლის 10 დეკემბერს დააკავეს. კახაბერ ნათაძე გორის მკვიდრია.