2024 წლის პირველი ივლისიდან 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები გაუქმდება. ხვალიდან, 15 მარტიდან, მოქალაქეებს შეეძლებათ, ლამინირებული პირადობის მოწმობები ID ბარათით უფასოდ ჩაანაცვლონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმართეთ იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს“, - მიმართავს იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს.
გასული წლის ბოლოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო პირადობის გაცემის წესის შესახებ კანონში ცვლილება, რომლის საფუძველზეც არაელექტრონული პირადობის მოწმობები უნდა გაუქმდეს და ID ბარათებით ჩანაცვლდეს. ამასთან, კანონით განისაზღვრა, რომ არაელექტრონული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე პირადობის იმავე მოწმობების სანაცვლოდ გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობებზე დაიტანება შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები.
არაელექტრონული პირადობის მოწმობების ID ბარათებით ჩანაცვლების მიზეზად დასახელდა საარჩევნო პროცედურები, კერძოდ, არჩევნების ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შემოღება, რაც ID ბარათით ხმის მიცემასთან არის დაკავშირებული.
საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები აცხადებდნენ, რომ არსებობს საქართველოს მოქალაქის პირადობის ათეულობით ათასი მოქმედი არაელექტრონული მოწმობა, რომლებსაც ამჟამადაც ფლობენ ამომრჩევლები და რომელთა მოქმედება უვადოა ან 20 წელს შეადგენს.
