2024 წლის 1-ელი იანვრიდან, თბილისში, დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვები ამოქმედდება. კერძოდ, M3 (ავტობუსი, 5 ტონაზე მეტი), N2 (სატვირთო, 3.5-დან 12 ტონამდე) და N3 (სატვირთო, 12 ტონაზე მეტი) კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის, 08:00-11:00 და 17:00-20:00 საათების შუალედში, კონკრეტულ ქუჩებზე მოძრაობა აიკრძალება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აკრძალვა იმოქმედებს მხოლოდ იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
„ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და აგვისტოში. ვფიქრობთ, აგვისტო იყოს გადაადგილებისთვის თავისუფალი, რადგან, როგორც წესი, ამ პერიოდში ქალაქი შედარებით თავისუფალია, მოსახლეობა გადის დასასვენებლად და ამიტომ, ეს გამონაკლისი შესაძლებელია რომ დაშვებულ იქნას“, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, ახალი რეგულაცია არ გავრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე:
- საზოგადოებრივ ტრანსპორტზე;
- საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი);
- მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე;
- მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე;
- ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე;
- ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე;
- ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე;
- ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში;
- სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. ამ კატეგორიისთვის გამონაკლისი მხოლოდ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე იმოქმედებს.
მოძრაობის ახალი წესის დარღვევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე - 3000 ლარით.
„დღეს დედაქალაქში ძალიან რთული სიტუაციაა პიკის საათებში გადაადგილების კუთხით, რასაც დიდწილად ხელს უწყობს დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილები. აღარ დავუბრუნდები მიზეზების ახსნას. აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

