11-დან 13 დეკემბრის ჩათვლით მოსკოვში, „ქართული კულტურის დღეები“ გაიმართება. ღონისძების ორგანიზატორია ორგანიზაცია „ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომია რუსეთში“, რომელსაც დავით ცეცხლაძე ხელმძღვანელობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„ქართული კულტურის დღეების“ ფარგლებში დაგეგმილია ქართული დიასპორის ფორუმი -„შედეგები 2022“, კონფერენცია საიმიგრაციო და ტრანსპორტის საკითხებზე, ქართული დიასპორული გაერთიანებების ხელმძღვანელების სხდომა, საერთაშორისო მრგვალი მაგიდა და ა.შ. გარდა ამისა, ჩატარდება კულტურული ღონისძიებები, გამოფენები, ქართული კულინარიის მასტერკლასები და ლექციები.
„ქართული კულტურის დღეების“ აღნიშვნა „გრანდიოზული“ კონცერტით დასრულდება. კონცერტი სახელმწოდებით „ჩვენ ერთად ვართ“ დიდ საკონცერტო დარბაზ „კოსმოსში“ გაიმართება და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მასში მონაწილეობას მიიღებენ ქართული წარმომავლობის მოსკოველი არტისტები და ქორეოგრაფიული კოლექტივები.
„ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ყველა ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის და ხელისუფლების წარმომადგენლები“, - ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, kartvelebi.ru განთავსებულ განცხადებაში. კულტურის დღეების ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნება პირველი დეკემბრიდან იგეგმება.
„ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომია რუსეთში“ 2016 წელს შეიქმნა და „ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ შესახებ 1996 წელს მიღებული ფედერალური კანონის საფუძველზე საქმიანობს. დავით ცეცხლაძე, რომელიც ბათუმიდანაა, ორგანიზაციის პრეზიდენტად 2021 წლის მარტში აირჩიეს. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, ცეცხლაძემ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართა თხოვნით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესოს.
