2-10 აგვისტოს, აჭარის მაღალმთიანეთში, „შუამთობის“ სახალხო დღესასწაული აღინიშნება. ბეშუმში, ჩირუხსა და ზორტიყელში მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით კონცერტებია დაგეგმილი. „კახაბერი და ხანუმების“, „ღამის შოუს ბენდის“, „ურსას“ და „გორდელას“ კონცერტების ორგანიზებისთვის აჭარის კულტურის სამინისტრო 154 179 ლარს დახარჯავს, აქედან 136 229 ლარი - ჰონორარებისთვისაა გათვალისწინებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 3 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 4 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 5 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
- 6 ირაკლი რუხაძის თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ გაყიდა
კულტურის სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვის შესახებ თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დღეს, 29 ივლისს მიმართა.
მუსიკალური ჯგუფი „კახაბერი და ხანუმები“ და „ურსა“ 2 აგვისტოს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ბეშუმში გამართავენ კონცერტს. „ურსა“ 4 აგვისტოს შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხში დაგეგმილ კონცეტზეც გამოვა ანსამბლ „გორდელასთან“ ერთად, ხოლო 10 აგვისტოს ზორტიყელში „ღამის შოუს ბენდი“ იმღერებს.
მუსიკალურ ჯგუფებზე ჰონორარები შემდეგნაირად განაწილდება:
- „გორდელა – 16 000 ლარი;
- „კახაბერი და ხანუმები“ – 29 500 ლარი;
- „ურსა“ – 60 000 ლარი;
- „ღამის შოუს ბენდი“ – 30 729 ლარი.
მუსიკალური ჯგუფების თბილისიდან აჭარაში ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯისთვის 17 950 ლარი დაიხარჯება.
„დღეასაწაული „შუამთობა“ ძირითადად ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაციისკენ არის მიმართული, მოწვეული მუსიკალური ჯგუფების მუსიკალური ნომრების დიდი ნაწილი მოიცავს ადგილობრივ მოტივებზე შექმნილ რეპერტუარს. აღნიშნული რეპერტუარი დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობაში“, - ასე ასაბუთებს ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობას.
