რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ცხინვალის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა გაავრცელეს. ზურაბ ლობჟანიძე 1-ელ ივლისს დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„ზურაბ ლობჟანიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში კი ამბობენ, რომ თბილისში მცხოვრებმა 31 წლის ზურაბ ლობჟანიძემ განზრახ დაარღვია ე.წ. საზღვარი ახალგორის რაიონის მიმდებარედ, ბალათას დასახლებასთან და ის დღეს, ოთხშაბათს, „რესპუბლიკიდან“ გააძევეს.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, უკანონო პატიმრობაში, საქართველოს რვა მოქალაქე რჩება. ერთ-ერთი მათგანი 8 ივნისს ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ დააკავეს.
მანამდე, 5 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. სასამართლომ 35 წლის გიორგი მოსიაშვილი დამნაშავედ ცნო „საზღვრის“ უკანონო კვეთაში და მას ორი წლით თავისუფლების აღვეთა მიუსაჯა. გიორგი მოსიაშვილი საჩხერის სოფელ პერევის მცხოვრებია. ის 2023 წლის 31 ოქტომბერს ოკუპირებულ სოფელ სინაგურის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.
ცენტრალური ხელისუფლება აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, „აქტიურ მუშაობენ“ საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად.
