ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან 30 მარტს გაათავისუფლებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ამასთან, კიუტი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვისთვის მსჯავრდებული“ საპატიმროს დადგენილ ვადაზე ადრე დატოვებს.
„ბებუა დაკავებული იქნა 2020 წლის 30 სექტემბერს. მან ჩაიდინა სახელმწიფო დროშის დაწვის აქტი, რისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჯამში 4 წელი და 6 თვე უნდა მოეხადა. 30 მარტს მას წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის ვადა ეწურება. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით გავათავისუფლოთ იგი. არავინ აპირებდა მის ვადაზე ადრე გათავისუფლებას“, - განაცხადა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა.
„თავისუფლების აღკვეთის ვადების გამოთვლის დროებითი წესის შესახებ“ აფხაზეთის ე.წ. კანონის მიხედვით, მსჯავრდებულებს, რომლებსაც საერთო რეჟიმის კოლონიებში თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, თუმცა სასჯელს იხდიან დროებითი მოთავსების და წინასწარი დაკავების იზოლატორებში, მოხდილი სასჯელის ერთი დღე უდრის ორ დღეს.
ირაკლი ბებუამ აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა 2020 წლის 30 სექტემბერს, ქალაქ გალში დაწვა იმ დროს, როდესაც „1992-1993 წლების სამამულო ომში“ აფხაზი ხალხის გამარჯვებისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართებოდა. აფხაზეთის დე ფაქტო სამართალდამცავმა უწყებებმა დაკავებულის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ამოიღეს ხელყუმბარა, რომელსაც ის, თითქოსდა, საკუთარი საწოლში ბალიშის ქვეშ ინახავდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც სავარაუდოდ დაკითხვის დროს იყო გადაღებული, ბებუა ამბობდა, რომ დროშა შეგნებულად დაწვა.
დე ფაქტო ხელისუფლება ბებუას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, მათ შორის, სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფას, ქონების განზრახ დაზიანებას ან განადგურებას დამამძიმებელ გარემოებებში და იარაღის უკანონო შენახვას. 2020 წლის დეკემბერში, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
