25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას ვერ შეძლებენ ონლაინმედიის თანამშრომლები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 2 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
პარლამენტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - საპარლამენტო ღონისძიებებზე დაიშვებიან მხოლოდ მიწვეული პირები, ტელემაუწყებლების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედიის საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, - ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.
25 ნოემბერს „ქართული ოცნება“ პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებასა და მისი უფლებამოსილების ცნობას აპირებს ისე, რომ სხდომა, კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტს არ დაუნიშნია. მმართველმა პარტიამ პარლამენტში არ მიიწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლიმატიური მისიების წარმომადგენლები.
პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით არჩევნებში ბარიერი გადალახეს და არც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ორშაბათს, დილის 09:00 საათიდან, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ოპოზიციის წარმომადგენლები, მხარდამჭერებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე კვირა საღამოდან იკრიბებიან და იქ აპირებენ ღამის გათევას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საპროტესტო აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს აფრთხილებს, რომ პარლამენტის შენობის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
