გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვალს და 1-2 მარტს, ღამის საათებში, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება – დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
- 4 იკვეთება ახალი, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს კონტურები – პაპუაშვილი
- 5 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 6 ლილუაშვილმა სასამართლოში დავა მოუგო ოპოზიციურ არხებს, რომლებიც ქოლცენტრებთან კავშირში ამხელდნენ
„დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში-ზვავსაშიშროება.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -10 გრადუსამდე დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
დასავლეთ საქართველოში ერთი კვირაა თოვს. დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა გურიაში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში, სადაც თოვლის საფარი ორ მეტრსაც აღწევს. ბევრ სოფელთან მისასვლელები ჩაკეტილია, ისევე როგორც გაუკვალავი რჩება შიდა გზები.
მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს რამდენიმე დღეა არ მიეწოდება ელექტროენერგია, ნაწილი კი ბუნებრივი აირისა და წყლის გარეშეც არის დარჩენილი.
თოვლმა ათობით სახლი დაანგრია და დააზიანა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა გურიაში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში 60 წლამდე მამაკაცი მეზობელს სახლის სახურავის გაწმენდაში ეხმარებოდა, როდესაც სახურავი ჩაინგრა და ქვეშ მოიყოლა.
25 თებერვლიდან, „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულების დახმარების პროცესში ჯარი ჩაერთო. მანამდე, ხალხის დასახმარებლად მოხალისეები დაორგანიზდნენ, რომლებიც თოვლში ჩარჩენილ ოჯახებს საკვებს და მედიკამენტების აწვდიან.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 27 თებერვლის მდგომარეობით, გურიაში ელექტროენერგია 10 000-მდე აბონენტს კვლავ არ მიეწოდება. მისივე თქმით, ამავე რეგიონში დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი გაწმენდილია.
