30-ზე მეტი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, პატიმრობაში მყოფ ვახო სანაიას მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
„მიგვაჩნია, რომ მისი დაკავება რეპრესიების მაგალითი და „ქართული ოცნების“ მხრიდან თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ბოლო ორი წელია, დამოუკიდებელი მედია ხელისუფლების რეპრესიების სამიზნეა. მზია ამაღლობელის პატიმრობა, მუქარა, ჯარიმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა და რეპრესიული კანონები - ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიაზე ზეწოლის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ამავდროულად, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ამ დრომდე არავინ დასჯილა.
მიუხედავად ზეწოლის არაერთი მცდელობისა, ვაგრძელებთ მუშაობას საზოგადოების ინფორმირებისთვის და ერთად ვდგავართ სიმართლისა და დამოუკიდებლობის იდეის მხარეს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ მედია ორგანიზაციები: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია/„მედიაჩეკერი“; მედიასახლი გურია NEWS; მედია აპრილი; ინდიგო; ბათუმელები/ნეტგაზეთი; რადიო WW; აჭარა თაიმსი; მედიაჰოლდინგი ქრონიკა+; რადიო „მარნეული“; სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდი|TOK ; ქართლის ამბები; ჩემი ხარაგაული; ტვ კავკასია; ტაბულა; ტვ პირველი; Artarea; რადიო ქალაქი; On.ge; სტუდია „მონიტორი“; „ინფო იმერეთი“; BMG (Business Media Georgia); ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი; ფორმულა; სამხრეთის კარიბჭე; ქუთაისიპოსტი; ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი; პროექტი 64; პუბლიკა; Chai Khana; მაუწყებელი; აი, ფაქტი; გურიის მოამბე, აქცენტი, OC Media [სია განახლებადია].
ჟურნალისტი და ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი ვახო სანაია გუშინ, 19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტის საბაბით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ის სამართალდამრღვევად ცნო და 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე 18 ოქტომბერს გამართული მორიგი აქციის შემდეგ 14 პირი დააკავა, კიდევ 13-ის მიმართ კი ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.
