18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საზღვარგარეთ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საუბარია თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის კლინიკებში მკურნალობასა და დიაგნოსტიკაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ყოველწლიურად 300-მდე ბავშვია, ვინც ასეთ მკურნალობას საჭიროებს.
„მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, თვითონ შეარჩიონ, რომელ კლინიკაში უნდათ ბავშვის მკურნალობა. მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთში პროტონოთერაპიის შესაძლებლობაც ექნებათ, რაც ასევე სრულად დაფინანსდება. თურქეთისა და ესპანეთის შემთხვევაში, შემოთავაზებულ პირობებში ბავშვის და ერთი თანმხლების ცხოვრებაც შედის, ხოლო ისრაელში - არა“, - აღნიშნა აზარაშვილმა.
მკურნალობის დაფინანსებისთვის წლიური ბიუჯეტი 30 მილიონი ლარია.
„ტექნიკური დეტალებია დარჩენილი. ვფიქრობ მომდევნო თვიდან შესაძლებელი იქნება მკურნალობა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ეს დროებითი ღონისძიებაა, რომელიც ძალაში იქნება მანამ, ვიდრე საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულება სრულყოფილად ამუშავდება.
პროგრამას მთავრობის მიერ დაფუძნებული ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ განახორციელებს.
