„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, 71 წლის გიორგი ჩახუნაშვილი დააკავა. პოლიციის ათობით თანამშრომელმა მას საკუთარ სახლში გუშინ, 9 ოქტომბერს მიაკითხა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
დაკავებამდე გადაღებულ ვიდეოში გიორგი ჩახუნაშვილი ამბობს, რომ ბრალს არ ეთანხმება:
„მივყვები. არაფერი გულდასაწყვეტი არაა. გასაგებია. სამშობლო მიყვარდა დღემდე, დღესაც მიყვარს და ხვალაც მეყვარება. ერთიც უნდა დავაფიქსირო - მშვიდობიანი აქცია იყო, არავის არაფრის გადატრიალება და გადმოტრიალება არ უნდოდა. ამას არ ვეთანხმები. ის 350 000 ოჯახი, რომელიც მე მყავს უფასოდ გასინჯული, თავის დასკვნებს გააკეთებს. ბავშვებო, ახალგაზრდებო, არაფერი არ არის დაგვიანებული.
გაუმარჯოს საქართველოს! თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს! საქართველო აუცილებლად იქნება ევროატლანტიკური დიდი ოჯახის წევრი. კომუნისტური წყობის დროსაც ვიცავდი საქართველოს, გავიარე დიდი გზა. დღესაც შემიძლია გავიარო დიდი გზა. ასე რომ, დათრგუნუკლი არ ვარ. სამშობლოსთვის ვიბრძოდი, დღესაც ვიბრძოლებ. რამდენსაც მომისჯიან... 80 წლის გამოვალ? - გამოვალ“.
გიორგი ჩახუნაშვილის მხარდასაჭერად მის სახლთან მოქალაეები შეიკრიბნენ. მალევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ „4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით“ კიდევ 8 პირი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით მიმდინარეობს:
- 317-ე მუხლი – კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება
- 222-ე მუხლი – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება
- 225-ე მუხლი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა
- 187-ე მუხლი – ნივთის დაზიანება ან განადგურება
4 ოქტომბრის საქმეზე, ამ დროისთვის, სულ 45 ადამიანია დაკავებული. სასამართლომ ბრალდებულთა ნაწილს, მათ შორის, 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს - წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
