DV ლატარეაში გამარჯვება და მწვანე ბარათი ძალიან ბევრი ადამიანის ოცნებაა, რომელსაც ცხოვრების შეცვლა რადიკალურად შეუძლია. პროგრამის მიზანი აშშ-ის მოსახლეობის მრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, აშშ-ში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლების მინიჭებაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 4 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 5 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
- 6 17 მოსამართლე: საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს
თუმცა, ვიდრე ჩემოდნებს ჩაალაგებთ, იკონსულის გუნდი გთავაზობთ ხუთ მნიშვნელოვან დეტალს, რომელიც დაგეხმარებათ სააპლიკაციო პროცესების გამარტივებაში, რაც თქვენი წარმატების შანსს გაზრდის:
გადაამოწმეთ კვალიფიკაცია
მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა ყველას არ შეუძლია. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იმის შემოწმებაა, ხართ თუ არა კვალიფიციური ლატარეისთვის. მწვანე ბარათი თამაშდება იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, საიდანაც დაბალი საიმიგრაციო სალდოა.
განმცხადებელს დამთავრებული უნდა ჰქონდეს საშუალო სკოლა ან ისეთი სასწავლო დაწესებულება, რომლის სერტიფიკატი საშუალო სკოლის ატესტატის ტოლფასია.
თუ ატესტატი არ გაქვთ, შანსები ჯერ არ დაგიკარგავთ. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ისეთ სფეროში დასაქმებულ პირებსაც, რომლებსაც სჭირდებათ მინიმუმ ორწლიანი სწავლების გავლა ან ორწლიანი სამუშაო გამოცდილება.
გადაიღეთ სტანდარტების შესაბამისი ფოტო
სტანდარტების შესაბამისი ფოტოს გადაღება იმაზე მეტი აპლიკანტის აქილევსის ქუსლია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამერიკის მთავრობას დაწესებული აქვს მკაცრი გაიდლაინები, რომლებსაც აპლიკანტი ფოტოს გადაღებისას უნდა მიჰყვეს. ეს სტანდარტები მოიაზრებს ფოტოს ზომას, ფონის ფერსა და თქვენი თავის პოზიციასაც კი. ფოტო, რომელიც ამ სტანდარტებს ვერ იცავს, შესაძლოა დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდეს. ვიდრე განაცხადს შეავსებთ, ყურადღებით გაეცანით აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ან ისარგებლეთ იკონსულის ფოტო აპლიკაციით, რომელმაც მშვენივრად იცის DV ლატარიის ყველა მოთხოვნილება.
მიუთითეთ ყველა ოჯახის წევრი
აპლიკაციის შევსებისას მნიშვნელოვანია მიუთითოთ ოჯახის წევრები - მხოლოდ მეუღლე და შვილები. რომელიმე ოჯახის წევრის გამოტოვებამ შესაძლოა გაართულოს პროცესები ლატარეაში გამარჯვების შემდეგ. მიაქციეთ ყურადღება, რომ ინფორმაცია სწორია. თავი აირიდეთ ფაქტობრივი უზუსტობებისგან. ამ ნაწილში დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება გამოიწვიოს ვიზის უარყოფა ან დაგვიანება.
შეინახეთ კოდი შედეგებისთვის
აპლიკაციის შევსების შემდეგ მიიღებთ დასტურის კოდს. უმნიშვნელოვანესია, რომ შეინახოთ ეს კოდი, რადგან მხოლოდ ამ კოდის დახმარებით შეძლებთ ლატარიის შედეგების ნახვას. კოდის დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ ვერ შეძლებთ თქვენი აპლიკაციის სტატუსის შემოწმებას. რაც უნდა მოხდეს, შეინახეთ კოდი!
გააგზავნეთ აპლიკაცია მხოლოდ ერთხელ
რაც უნდა კარგ იდეად ჩანდეს მოგების შანსების გასაზრდელად ბევრი აპლიკაციის შევსება - ეს მკაცრად ეწინააღმდეგება წესებს. ერთზე მეტი აპლიკაციის შევსებით რისკავთ დისკვალიფიკაციას. DV ლატარეა შექმნილია იმისთვის, რომ ყველა აპლიკანტს თანაბარი შანსები მისცეს. შესაბამისად, ბოლომდე კარგად შეამოწმეთ ყველა შეყვანილი მონაცემი, ღრმად ჩაისუნთქეთ და ატვირთეთ აპლიკაცია მხოლოდ ერთხელ.
იკონსულის გუნდის წევრებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ტურისტული და სავიზო მიმართულებით. სწორედ ამ გამოცდილების ხარჯზე, შეცდომების დაშვების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
ამ ხუთი პრინციპის დახმარებით შეძლებთ რომ აპლიკაციის პროცესი მაქსიმალურად გაიმარტივოთ და მოგების შემთხვევაში სავიზო პროცესები ეფექტურად გაიაროთ. თუ გსურთ, რომ მწვანე ბარათის შევსების პროცესი პროფესიონალების დახმარებით გაიაროთ, მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში, დაგვირეკეთ ნომერზე 0322114488 ან შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.