აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და ფერმერები სახელმწიფოს მხრიდან 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრით დაფინანსდებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
მიმდინარე წელს, საპროგნოზო მონაცემებით, აჭარაში 55 ათას ტონამდე ციტრუსია მოსალოდნელი. წელს საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს. რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, ქობულეთის საკონსერვი ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.
ციტრუსის შტაბი, რომლის მიზანიც ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე, ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფაა, მუშაობას 1-ელ თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.
2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 21.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ციტრუსი (36.1 ათასი ტონა). ციტრუსის ექსპორტი 15 ქვეყანაში განხორციელდა.
ციტრუსის ძირითადი საექსპორტო ბაზარია სომხეთი და რუსეთი, სადაც ექსპორტირებულია 10.7 მლნ და 9.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია. ციტრუსის ექსპორტი - სომხეთი 18.000 ტონა, რუსეთი 17,140, უკრაინა 418, გერმანია 128, ბელორუსი 142, ყაზახეთი 120, ერაყი 96, აზერბაიჯანი 20, თურქეთი 18, სხვა ქვეყნები 43 ტონა.
