აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაჭრილია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 7 ივლისს „საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსში შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა”.
„თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, - აცხადებენ შსს-ში.
შსს-ს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. უწყებაში ადასტურებენ, რომ ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანია.
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა აპრილის დასაწყისში დატოვა. „მეშვიდე წელია ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა სიახლის“, - წერდა ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
