კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი დუშეთის იზოლატორში იმყოფება. ის „ქართული ოცნების“ წევრის, ალი ბაბაევის დევნის ბრალდებით არის დაკავებული და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ელისაშვილი 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ალი ბაბაევს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო.
ადვოკატის თქმით, ალექსანდრე ელისაშვილი მიიჩნევს, რომ უდანაშაულოა და ამბობს, რომ ალი ბაბაევს არ იცნობდა.
„მისი მხრიდან იყო პროვოკაცია, შეაგინა დედა და ალეკო ელისაშვილმა მას საკადრისი პასუხი გასცა. ჩვენ გაგვაჩნია შესაბამისი მტკიცებულებები, სადაც ჩანს, რომ ალი ბაბაევი იღებს რაღაც რკინას და მიდის დასარტყმელად, ალეკო ელისაშვილისთვის ზიანის მისაყენებლად. მან მოახდინა რეაგირება, თავი დაიცვა. ამის მიუხედავად, ბრალი წარუდგინეს არა ალი ბაბაევს, არამედ ალეკო ელისაშვილს“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა.
ელისაშვილი გუშინ დააკავეს, როდესაც ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტს“ ტოვებდა. ადვოკატის თქმით, მას ცემის კვალი სახეზე აღენიშნება, აქვს ტკივილი ზურგის და ნეკნების არეში.
„ვითხოვთ, რომ გადაიყვანონ სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა ადვოკატმა.
ალი ბაბაევი 2 დეკემბერის ღამეს სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეარხის, „იმედის“ ეთერში ჩაერთო და განაცხადა, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „იმედის“ წამყვანებმა ის „საქართველოში აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარედ წარადგინეს.
„რამდენიჯერმე ხელით შემეხო, ბოლოს წავიქეცი, გონება დაკარგული მქონდა, გამოვიძახე სასწრაფო და ახლა ვიმყოფები საავადმყოფოში, მიკეთებენ კვლევას. ალეკო ელისაშვილს ვიცნობ დიდი ხანია. ჩვენ არ გვქონია კონფლიქტი. მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ სოციალურ ქსელში დავწერე, რომ რაც მან გააკეთა კომიტეტის სხდომაზე ბატონ მამუკა მდინარაძეს უცბად რომ დაარტყა, ეს იყო არაკაცური საქციელი. ვითხოვ, სასწრაფოდ დაისაჯოს“, - ამბობდა ბაბევი „იმედის“ ეთერში.
4 დეკემბერს „იმედმა“ გაავრცელა ვიდეოკადრებიც, სადაც ბაბაევსა და ელისაშვილს შორის დაპირისპირებაა ასახული.
