პროევროპული აქციების მონაწილე, ექიმი გიორგი ახობაძე აცხადებს, რომ გამთენიისას, მაშინ, როდესაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ტაქსით გადაადგილდებოდა, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 3 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 4 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
„აეროპორტიდან ამეკიდა შავი „პრადო“, PHP სერიით, ბოლო მოდელი, ტაქსის გადაუჭრა გზა, გადმოხტნენ ვიღაც ტიპები, პოლიციიდან ვართ, ღონისძიება ტარდებაო. უკან კარი გააღეს და ფიზიკურად გამისწორდნენ“, - ამბობს Facebook-ზე გავრცელებულ ჩანაწერში ახობაძე.
გიორგი ახობაძე მიიჩნევს, რომ თავდამსხმელები „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენის, რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ლაშა ბასლანძის სამეგობროს წევრები ან მათ მიერ მიგზავნილი პირები იყვნენ. ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ გიორგი ახობაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ „როცა ქვეყანას და შენ ხალხს ფულში ცვლი, უკვე მკვდარი ხარ“.
„რა თქმა უნდა, ამას არავინ გამოიძიებს“, - გიორგი ახობაძე აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ 05:49 საათზე შეატყობინა პოლიციას, თუმცა ამ დრომდე მასთან არავინ მისულა.
„შარშან ნოემბერში იყო რტყმისთვის მოვემზადე ასეთ დროს, მეგონა პოლიციას უნდა ვეცემე და ნარკოტიკი ჩამიდეს… ეხლა პოლიცია ვართო, მოვემზადე რამე არ ჩამიდონ-თქო და ცემა დამიწყეს“, - აღნიშნავს ახობაძე.
ექიმი გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. პროკურატურა მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებოდა, რაც 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ახობაძე ბრალს არ აღიარებდა და პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. 2025 წლის 6 აგვისტოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა, „მტკიცებულებათა არასაკმარისი რაოდენობის“ გამო, გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურატურას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.
