„რაც ბოლო თვეების განმავლობაში პერსონალურად ივანიშვილმა და „ოცნებამ“ გააკეთა, არის ხალხისთვის არჩევანის უფლების წართმევა. არჩევნების, როგორც ინსტიტუტის გადარჩენა, გუშინ ჩატარებული არჩევნების შედეგების გადარჩენა პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენასთან. ახლა არ არის უიმედობის დრო... ჩვენ ყველამ ერთად, უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის იმ ფორმებს, რომლებიც, პირველ რიგში, მიზნად დაისახავს ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვას, ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვას და არჩევნების ინსტიტუტის დაცვას“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
გახარიას თქმით, ფაქტებით არის დადასტურებული, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.
„სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა გუშინ და ეს არ მომხდარა ერთ დღეს. ჩვენ დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობდით.
შემიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ადგილი ჰქონდა სისტემური ხასიათის ამომრჩევლების დაშინებას, ამომრჩევლების მოსყიდვას, ამომრჩევლების პირადობის მოწმობებით - ID ბარათებით მანიპულირებას. სისტემური ხასიათი ჰქონდა საჯარო მოხლეებზე, მათ შორის სოციალურად დაუცველებზე ზეწოლას, მათ დაშინებას, მათი პირადობის მოწმობებით მანიპულირებას იმისთვის, რომ მოხდარიყო არჩევნების შედეგების და ქართველი ხალხის ნების მოპარვა.
ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენს გუნდზე და ჩვენს პარტიაზე განხორციედა უპრეცედენტო ზეწოლა. პერსონალურად ივანიშვილი მე და ჩემს გუნდს, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს გვემუქრებოდა გასამართლებით. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა თავისი კონკრეტული შედეგები, რომლებიც აისახა არჩევნებზეც. ამის მიუხედავად ჩვენი გუნდის თოთოეულ წარმომადგენელს, ჩვენს დამკვირვებლებს, ჩვენს მხარდამჭერებს მინდა ვუთხრა დიდი მადლობა, რომ მიუხედავად უპრეცედენტო ზეწოლისა და სხვებთან შედარებით ყველაზე მწირი ფინანსური რესურსისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვქონდა წვდომა სარეკლამო დროზე და უამრავ სხვადასხვა სახის ზეწოლას ახორციელებდა დღევანდელი ხელისუფლება ჩვენზე, მაინც შევძელით ყველასთავის დაგვემტკიცებინა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ არის და მომავალშიც იქნება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწვეტი სიტყვის მთქმელი.
ამიტომ, მინდა დღეს ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ახლა არ არის უიმედობის დრო. ახლა არის საქართველოს მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვის დრო ყველა ხერხით. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო, ისევე როგორც ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და ინფორმაციას, რომელიც ჩვენმა წარმომადგენლებმა უბნებზე მოიპოვეს, ყველაფერს გადავცემთ“, - თქვა გიორგი გახარიამ.
26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54.08% მიიღო, ხოლო ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამურად - 37.58%. გიორგი გახარიას მსგავსად, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებიც აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს ხალხის ნებას.