შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის დარბევის დროს დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს პოლიციელებზე თავდასხმას ედავება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობით ისჯება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს.
კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცველებმა მ.დ. დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მათე დევიძე ერთ-ერთი იყო იმ 16 ადამიანიდან, ვინც ორი დღის წინ, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავა. მათგან 3 იმავე დღეს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, სასამართლომ ორს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 2700-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. დანარჩენმა დაკავებულებმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დღეს, დაკავების მაქსიმალური - 48-საათიანი ვადის გასვლის შემდეგ დატოვეს.
„ერთ-ერთი ინციდენტის დროს, როდესაც ნიკა მელიას აკავებდნენ და სხვა მოქალაქეებსაც, გავიქეცით შეხლა-შემოხლის ადგილისკენ, რომ ხალხს დავხმარებოდით. ამ დროს დამეკარგა თვალიდან და რამდენიმე წუთში დავინახე, რომ 4 პოლიციელი ცდილობდა, მანქანისკენ წაეთრია. მივედი დასახმარებლად. ვერ ვუშველე, კიდევ 20 მოვარდა. თან ურტყამდნენ, თან ახრჩობდნენ და ისე მიათრევდნენ. ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და დღეს დილით გადაუკვალიფიცირდა სისხლის სამართლის მუხლით. რა თქმა უნდა, დაშინების მცდელობაა. როგორც მარტის აქციების დროს აირჩიეს ლაზარე [გრიგორიადისი] განტევების ვაცად, იგივე ხდება მათეს შემთხვევაში“, - უთხრა მათე დევიძის მეგობარმა ტელეკომპანია „პირველს“.
სახალხო დამცველის შეფასებით, 19 ნოემბერს, დილით, იმ დროს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს, აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა და შეკრების თავისუფლების სტანდარტებში ჯდებოდა. დაკავებული 16 პირიდან 10-მა თქვა, რომ არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლი გახდა.
