რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გელა ნადირაძე, რომელსაც ოჯახის წევრები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ, იპოვეს და სახლშია. როგორც „საქართველოს ამბებს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ უთხრა, ეს ინფორმაცია საიას ახლახან ნადირაძის ოჯახის წევრებმა მიაწოდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
გელა ნადირაძეს ვერც საავადმყოფოებში პოულობდნენ და ვერც დროებითი მოთავსების იზოლატორებში. დღეს, საღამოს, დაახლოებით 18:00 საათისთვის ოჯახს აცნობეს, რომ იგი გადაყვანილი იყო შპს „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში“ და აღენიშნებოდა ნეკნების მძიმე დაზიანება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადების თანახმად, ოჯახის წევრებს საავადმყოფოს წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბრისას უთხრეს, რომ დაზარალებული საავადმყოფოდან პოლიციამ გადაიყვანა, თუმცა ადგილზე მისვლის შემდეგ, განუცხადეს, რომ გელა ნადირაძე საავადმყოფოდან დღეს გაწერეს, თუმცა ის პოლიციას არ წაუყვანია.
საიამ მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მყისიერად დაეწყო გამოძიება გელა ნადირაძის საქმეზე, მათ შორის, დაზარალებულის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.
„იმ შემთხვევაში, თუ გელა ნადირაძემ დაზიანებები მიიღო პოლიციის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ, საჭიროა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად დაიწყოს და არ მოხდეს დაზარალებულის დაშინება ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება“, - განაცხადა საიამ.
