პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოთქვამს „დასაბუთებულ ეჭვს“, რომ ნიღბიანი პირები, რომლებიც მიმდინარე საპროტესტო აქციების დარბევაში მონაწილეობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ არიან და სხვადასხვა არაფორმალურ დაჯგუფებას წარმოადგენენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 2 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 3 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 4 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 5 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 6 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
„ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფების წევრები და არ განეკუთვნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ქვედანაყოფებს.
საუბედუროდ, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, როგორც ჩანს, დაუსჯელობის გარანტია აქვთ მიცემული და ისინი იმ დონეზე ძალადობენ და ძალადობასთან ერთად მოროდიორობენ, რადგან დაზარალებულ და ნაცემ ადამიანს ართმევენ პირად ნივთებს, ტელეფონებს, ჩანთებს და ა.შ... მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები. ნიღაბი და დაუსჯელობის გარანტია არის ის, რაც მათ კიდევ უფრო მეტ სისასტიკეს სძენს,“- თქვა გიორგი გახარიამ. დამაზუსტებელ კითხვაზე დაამატა, რომ არაფორმალური დაჯგუფებები, დიდი ალბათობით, კერძო დაცვის კომპანიების დაქირავებული თანამშრომელები არიან.
„ამ ხალხს სატელევიზიო ვიდეოჩანაწერებზე ვაკვირდებით - მათი მოძრაობა, მათი აღჭურვილობა, მათი ტანსაცმელი და როგორ იქცევიან. წარმოიდგინეთ, ადამიანებს განსაკუთრებული სისატიკით სცემენ, როდესაც ისინი უკვე დაკავებულები არიან. დაკავებულ ადამიანებს სასტიკად უსწორდებიან, ადამიანებს სახე აღარ აქვთ.
ეს ჩვეულებრივი სადამსჯელო ღონისძიებებია, რომელსაც ივანიშვილის დავალებით ეს ფორმირებები ატარებენ ღამით თბილისის ქუჩებში.
ნაცემი ადამიანების რაოდენობა უკვე ასობით არის, თან განსაკუთრებული სისასტიკით თავის და სახის არეში ურტყამენ ხალხს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
გახარიას განცხადებით, გასულ ღამეს, სხვა დემონსტრანტებთან ერთად, მისი პარტიის წევრებსაც სცემეს - ორი მათგანი სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი, ორს კი წინასწარი დაკავების იზოლატორში მიაკვლიეს.
„რაც ბოლო ხუთი ღამეა ხდება, არის სრული განუკითხაობა, უკანონობა და ძალადობა განსაკუთრებული სისასტიკით, ეს ანგრევს პოლიციას. პოლიციას თუ არ შერჩა იმის მორალური და სამართლებრივი უნარი და უფლება, რომ დაიცვას წესრიგი ჩვენს ქუჩებში, ჩვენ მივალთ სრულ ქაოსამდე და ეს ქაოსი თავიდან ბოლომდე იქნება მმართველი ძალის პასუხისმგებლობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ, რომელიც შს მინისტრის თანამდებობას 2017-2019 წლებში იკავებდა.
ის ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველა უკანონოდ დაკავებული გაათავისუფლოს, აქციის დარბევაში მონაწილეებს მოხსნას ნიღბები და სასწრაფოდ შეწყვიტოს ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ აზრს გამოთქვამენ.
„როცა ამ ყველაფერს მორჩებით, გამოაცხადეთ ახალი არჩევნების თარიღი“, - თქვა გახარიამ.
2-3 დეკემბრის ღამეს, წინა ღამეების მსგავსად, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის დასაშლელად რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლი და დიდი რაოდენობით ცრემლმდენი აირი გამოიყენეს. სპეცრაზმელები დემონსტრატებს სასტიკად უსწორდებოდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციიდან გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში 26 ადამიანი გადაიყვანეს, რომელთაგან 23 აქციის მონაწილე, 3 კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო.