შინაგან საქმეთა სამინისტრომ პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით, ადმინისტრაციული წესით დააკავა. ოჯახის წევრებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და კონსტანტინე ჩახუნაშვილს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ეძებდნენ, როდესაც ნუცუბიძის ქუჩაზე მისი ავტომობილი მიტოვებული ნახეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„საღამოს, როდესაც აქციაზე მიდიოდა, სახლთან ახლოსვე, ნუცუბიძის ქუჩაზე, როგორც ჩანს, აიყვანეს პირდაპირ მანქანიდან. ჩვენ საერთოდ არ ვიცოდით საიდან აიყვანეს. უბრალოდ, კონტაქტზე რომ არ გამოვიდა სადღაც 40 წუთზე მეტი, წავედით დაახლოებით იმ ტრაექტორიით, რა გზითაც კოტე დადის ხოლმე და გზაში ვიპოვეთ გაჩერებული მანქანა ისეთ ადგილზე, სადაც ერთი კამერა არ არის. დიდი ალბათობით, ადამიანი ქუჩიდან პირდაპირ მოიტაცეს“, - თქვა დაკავებულის ძმამ, დავით ჩახუნაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
კონსტანტინე ჩახუნაშვილი დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა კონსტანტინე ჩახუნაშვილს სახლში მიაკითხეს და ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს. მან განყოფილებაში მისვლაზე უარი თქვა და სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვაზე უნდა მისულიყო. დავით ჩახუნაშვილი ვარაუდობს, რომ შსს-ს გუშინვე სურდა მისი ძმის დაკავება.
„ბევრი დავხვდით ადგილზე და ვეღარ გაბედეს. ის ალბათ დააკავებს იმავე საფუძვლით, რა საფუძვლითაც აკავებენ ყველა სხვა აქტიურ მოქალაქეს. ცდილობენ ყველა ადამიანს მოუძებნონ რაღაც ხელჩასაჭიდი და ან დააშინონ, ან დააკავონ ან ცოტა ხნით გამოთიშონ აქტივობიდან. რაც ქვეყანაში ხდება, მგონი, კითხვა არავის უნდა გაუჩნდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა გააფორმა დიქტატურა“, - აღნიშნა დავით ჩახუნაშვილმა.
კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილები სოციალურ ქსელ Instagram-სა და Facebook-ში პოპულარული გვერდის „პედიატრი ძმების“ ავტორები არიან. გარდა ამისა კონსტანტინე ჩახუნაშვილი მოძრაობა „ჯიუტის“ წევრიცაა.
