კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში ქარბორბალა დაფიქსირდა. სტიქიამ ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათიდან ჯვარი მოგლიჯა, დააზიანა ტაძრისა და მონასტრის სახურავი. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც სამედიცინო დახმარება თელავის საავადმყოფოში გაუწიეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
ადგილობრივების ინფორმაციით, ქარბორბალა იმ ადგილზე წარმოიშვა, სადაც ალავერდის ეპარქიის ვენახებია გაშენებული და ტაძრის სიახლოვეს ჩაიარა.
„ეს ყველაფერი დაახლოებით 2-3 წუთი გაგრძელდა. ქარბორბალამ გზაზე ავტომობილი გადააბრუნა, რის შედეგადაც მასში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა დაზიანებები მიიღო, ადგილობრივები არიან. სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო გამოძახებული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განუცხადა „საქართველოს ამბებს“ ახმეტის მერის წარმომადგენელმა, დავით მეზვრიშვილმა.
ქარბორბალას შეესწრნენ ტურისტებიც. ერთ-ერთი მათგანი, პოლ რიმპლი სოციალურ ქსელში წერს, რომ მღვდელი მის თანმხლებ სტუმარს ეკლესიაში თავის დასაცავად ჩაცმულობის გამო არ უშვებდა.
„მოსახვევისთვის ტაძრისკენ გავიქეცით, მღვდელმა ჩემი სტუმარი არ შეუშვა, რადგან შორტები ეცვა. ვუთხარი, რომ ტორნადო იყო. მან გაიღიმა. ვერ ხედავდა და ამიტომ ვაჩვენე. ისევ გაიღიმა და არაო. კართან მისთვის [ქალისთვის] მოსახვევს ვერ ვხედავდი და ტორნადო გვიახლოვდებოდა. ჩვენ კვლავ ვცადეთ ეკლესიისკენ გაქცევა და მან დაიყვირა „არა!“ ტორნადო ჩვენკენ მოდიოდა, ამიტომ უკან შესასვლელისკენ გავიქეცით და კუთხეში ჩავიცუცქეთ. შესასვლელმა გადაგვარჩინა“, - წერს რიმპლი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ქარბორბალა ალავერდში აქამდე არასდროს უნახავთ.
ახმეტის მერიაში განაცხადეს, რომ წვიმის შემთხვევაში, დაზიანებული სახურავიდან ტაძარში წყლის ჩასვლის საფრთხე არ არსებობს. ალავერდის ტაძარი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
